საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მოკვლევით, 2025 წლის სექტემბერში ქართულ ოცნებას 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა.
TI წერს, რომ ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებში სექტემბერში განსაკუთრებით ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების უმსხვილეს ტენდერებს იგებენ.
განსაკუთრებით ჭარბობენ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების უმსხვილეს ტენდერებს იგებენ. მათ ბოლო 10 წელიწადში 2.49 მილიარდი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული, ხოლო 2024-2025 წლებში — 581 მილიონის. ამ კომპანიებთან დაკავშირებულმა 12-მა შემომწირველმა „ქართულ ოცნებას“ 570,000 ლარი შესწირეს.
შემოწირულობების შესახებ მეტი ინფორმაცია, ასევე შემწირველთა ბიზნესინტერესებისა და მათი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესახებ ცნობები მოიძიეთ ჩვენს ვებ-გვერდზე: www.politicaldonations.ge “ – ნათქვამია ინფორმაციაში.














კომენტარები