• რეკლამა
  • კონტაქტი
12:32, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილს დღეს ადვოკატები სტრასბურგის გადაწყვეტილებას გააცნობენ

ალია ავტორი - ალია
10:53 11-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

საქართველოს მესამე პრეზიდენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები დღეს დეტალურად გააცნობენ. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

დღესვე დაგეგმილია კონსულტაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებაზეც, რომლითაც უნდა დადგინდეს, იძალადა თუ არა საბადრაგო სამსახურმა მესამე პრეიზდენტზე გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.

უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილთან გუშინდელ სასამართლო პროცესზეც ისაუბრებენ, რომელიც ბრალდებულის გარეშე ჩატარდა.

“ვისაუბრებთ საქალაქო სასამართლოში ჩავლილ პროცესზე, თუ შეიძლება ამას პროცესი ვუწოდოთ, ვისაუბრებთ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ყველა მიმდინარე საკითხებზე. ამავდროულად, მისი ჯანმრთელობის შესახებ მივიღებთ ინფორმაციას. გუშინ იყვნენ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები შესული, გვიანობამდე მუშაობდნენ იმ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელდა ბოლო დღეებში განმავლობაში”, – თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა და საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. სტრასბურგი ახლა მხარეებისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს, რის შემდეგაც საკითხზე კიდევ ერთხელ, 24 ნოემბერს იმსჯელებს და გადაწყვეტს, უნდა მოხდეს თუ არა სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა. მანამდე კი ევროსასამართლო ავალებს მთავრობას, მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ციხის საავადმყოფოში გაწეულ სამედიცინო პროცედურებზე; შეახსენებს, რომ სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება და სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, იმ შემთხვევაშიც, თუ ის შიმშილობას შეწყვეტს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved