• რეკლამა
  • კონტაქტი
21:53, კვირა, 23 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიხეილ სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ!” – აჭარაში პერმანენტული აქციები იწყება

ალია ავტორი - ალია
12:53 04-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
631

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაცია მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს. პირველი აქცია 6 მაისს, რუსთაველის ქუჩაზე, სიმბოლურად სწორედ იმ ადგილიდან დაიწყება, სადაც აჭარის რევოლუცია მოხდა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლების ქმედებების გამო მიიღეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნასა და წამებას ისევ აგრძელებს.

“ჩვენ ვიწყებთ ქუჩის მასშტაბურ აქციებს. პირველი აქცია გაიმართება 6 მაისს, აჭარის რევოლუციის დღეს, 7 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სწორედ იმ ადგილზე, საიდანაც დაიწყო აჭარაში ვარდების რევოლუცია და სწორედ რევოლუციის მთავარ მონაპოვარზე სრული რევანშის განხორციელებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი. მიხეილ სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს”, – თქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი კირთაძემ.

პარტიაში აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.

“ასე სჯის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს იმისათვის, რომ კრიმინალური, კორუმპირებული ქვეყანა გადააქცია წარმატებული რეფორმების ქვეყნად და 2008 წელს არ ჩააბარა ქვეყანა რუსეთს. ამიტომ, მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი უცხოეთში, ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში. სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ, აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია გადავდივართ საგანგებო რეჟიმში”, – თქვა პარტიის წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved