სააკაშვილს შეუძლია, დაუყოვნებლივ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ არ აკეთებს ერთი მიზეზის გამო, ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, პროტესტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარიც შეწყვეტს.
სტრასბურგის სასამართლოს ძალიან მკაცრი მოწოდებაა, რომელსაც სამწუხაროდ, სააკაშვილი არ ასრულებს. რომ შეასრულოს მოწოდება, ბუნებრივია, ყველაფერი შეიცვლება, თუმცა ეს არის რაღაც შანტაჟის ფორმა, რომელსაც იყენებს და რაც სამწუხაროა.
ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია, მაგალითად, დაუყოვნებლივ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, შეწყვეტს შიმშილობას და ელენე ხოშტარიაც შეწყვეტს შიმშილობას, მაგრამ ის ამას არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები