რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ყიფშიძე პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე შევიდა.
შესვლამდე მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში ნიკოლოზ ყიფშიძესთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ჩალაძეც მივიდა.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში უკვე 31 დღეა შიმშილობს.
კომენტარები