მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენაში ბრალდებულ ბაჩო ქათამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
პროცესი დისტანციურ რეჟმში წარიმართა. ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბაჩო ქათამაძე საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები