• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დათმო ენმ–მ ყველაზე მეტი? მეც ვთვლი რომ დათმო – ძლიერია და იმიტომ!” – ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:53 10-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ქართულ პოლიტიკას რაც აკლდა, და არა მარტო პოლიტიკას, ზოგადად ქართულ ბუნებას, ეს არის პრიორიტეტების განსაზღვრა, ამოცანის, მიზნის დასახვა და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იქნება ეს საუბრით, წერით თუ სხვა მოქმედებით. განსაკუთრებულად კატასტროფულად იგრძნობა ეს იდეალისტებში – იქ, სადაც იდეაა, გულწრფელი ემოციები და შედეგის განსაზღვრისთვის საერთოდ აღარ რჩება ადგილი.

რა არის ჩვენი ამოცანა თუ მიზანი დღეს?

საქართველოს ამოყვანა ჭაობიდან.

ვახერხებთ ამას? ვერა, ვერ ვახერხებთ.

ყველა პარტიას თავისი ამომრჩეველი ჰყავს – ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები.

მე ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი ვარ, რომელიც ერთპიროვნული ლიდერია ოპოზიციში ამომრჩეველთა რაოდენობით. ახერხებს ენმ გამარჯვებას? ვერა, ვერ ახერხებს.

ვერც სხვა, ჩვენ რომ ვუწოდებთ, დაბალპროცენტიანი პარტიები ახერხებენ.

ჯამურად ვახერხებთ? ასე მარტივად გაერთიანებით ვიგებთ? ვერა, ვერ ვიგებთ, რადგან საქმე მხოლოდ პროცენტებში არ არის, მთავარი ამდენი ხნის განმვლობაში შიშის, უიმედობის თუ სხვა მიზეზის გამო სახლში დარჩენილი ადამიანებია, ან ისინი, ვისაც იმავე უიმედობის და უკიდურესი გაჭირვების გამო ისევ ხელისუფლება იყენებს.

რა არის ჩვენი მთავარი ამოცანა – გავაგრძელოთ ყველამ ჩვენ ჩვენი სიმართლეების ლაპარაკი, სხვების დამუნათება და დავრჩეთ ასე ამაყად ყველაზე მაგრები და მართლები თუ გავაჩინოთ ხალხში იმედი, გავაქროთ შიში და შევქმნათ მუხტი? რა თქმა უნდა, მეორე.

რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის უპრეცედენტო თავდადება – იმას რომ ჩვენ ის დითირამბებით შევამკოთ, ცრემლები ვღვაროთ, აქ ვაკაკუნოთ, ერთმანეთს ვუმტკიცოთ ვინ უფრო მაგარია თუ ამ ქვეყნის ხსნას?!

მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმიტომ ჩამოვიდა დ იმიტომ ზის ციხეში რომ ისიც დაა ჩვენც, ყველა ერთად, თუნდაც ერთი მიზნის გარშემო მაინც გავერთიანდეთ და რაკი ცალ–ცალკე ვერ ვიგებთ, ერთად მოვიგოთ – ამაშია მიშას თავდადების უდიდესი ფასი და აზრი და ეს ყველაფერი რაც დღეს გვაქვს, ოპოზიციური კოალიციის ჩათვლით, ამ თავგანწირვის შედეგია.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და უნდა განთვისუფლდეს.

გარდა გამარჯვებისა ყველასი ერთად, არის სხვა გზა მისი განთავისუფლების?! არა, არ არის!

ეს ერთობაც, ავი თუ კარგი, დღევანდელი რეალობაც მიშას მოაქვს ციხიდან! ციხიდან, საიდანაც ის უნდა განთავისუფლდეს რათა რასაც დღეს მივაღწიეთ, კიდევ უკეთესისკენ შეიცვალოს.

მაშ რა გვაქვს საკამათო? ამასთან შედარებით განა ყველაფერი დეტალი არ არის? ან ეგებ ვინმეს აქვს რამე ალტერნტივა, ოღონდ არა სიტყვების ბრახაბრუხით, არამედ შესაბამისი რესურსებით? თქვას და მოვუსმენ!

გგონიათ რამე ახალი ვთქვი? მიხეილ საკაშვილის ყველა მიმართვა ამაზეა და ეგებ სიყვარულთან ერთად მოვუსმინოთ ხანდახან მაინც! მიშა მესვეტე არაა, ის პოლიტიკოსია, უძლიერესი პოლიტიკოსი. მიშა მზადაა სიკვდილისთვის თუ საჭიროა, მაგრამ მას არ უნდა სიკვდილი და ის უნდა განთავისუფლდეს! ქვეყანა უნდა განთავისუფლდეს ამ ბოროტებისგან!

სკამებისთვის იბრძვიანო რომ ამბობთ, ხელისუფლებაში მოსასვლელად როცა იბრძვი, იქ სკამებია. სკამი კი არაა პრობლემა, როგორ მიდიხარ ამ სკამამდე და მერე რაში იყენებ, ეგაა მთვარი.

ახლადშექმნილი კოალიცია, რომელსაც ორივე ხელით მივესალმები, თუმცა ჩემს შეხედულებებს მთზე ვინრჩუნებ, ერთიანადაა დაინტერესებული გამარჯვებაში და ამ გზას ვინც უღალატებს, ის გადაიჩეხება.

დღეს მთავარი ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანაა და ამისათვის უნდა მოვიგოთ და საქართველოს მესამე პრეზიდენტი განთავისუფლდეს, რომლის სიცოცხლე საფრთხეშია ჩვენი ერთობის და გამარჯვების გულისთვის!

დათმო ენმ–მ ყველაზე მეტი? მეც ვთვლი რომ დათმო – ძლიერია და იმიტომ!

რა ვიცი, მეტი რაღა ვთქვა. რაც ამ ცხოვრებამ მასწავლა, შევეცადე ამეხსნა. დანარჩენი თქვენ იცით.

#თავისუფლებამიშას

#თვისუფლებასაქართველოს“

 

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved