ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საერთაშორისო საზოგადოებას სპეციალური განცხადებით მიმართავენ.
მათ მიაჩნიათ, რომ მესამე პრეზიდენტის მძიმე დიაგნოზი იძლევა იმის საფუძველს, მისი მკურნალობა სხვა ქვეყანაში გაგრძელდეს.
“მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, კონგრესს, ევროპარლამენტს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს ხელისუფლებაზე იქონიონ გავლენა. მივმართავთ ასევე საქართველოს ხელისუფლებას, რომ პაციენტ სააკაშვილს, რომელიც იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ჩაუტარდეს გამოკვლევები, საბოლოოდ გაირკვეს მისი დიაგნოზი და გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა”, – ამბობს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, მანანა ჯებაშვილი.
კომენტარები