„ვივამედის“ კლინიკის დირექტორი ზურა ჩხაიძე „ტვ პირველს“ კითხვას – გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი „ვივამედის“ თავზე დაფრინავს და მიჰყავთ თუ არა იქ სააკაშვილი, ასე პასუხობს:
„მე ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, არ გამაჩნია ინფორმაცია პაციენტის ჩვენს კლინიკაში გადმოყვანის თაობაზე… კლინიკას აქვს ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი… სავარაუდოდ, ალბათ კლინიკის ხელმძღვანელობა იქნებოდა ინფორმირებული იმის თაობაზე, პაციენტი რომ აქ მოჰყავდეთ… როდესაც ნატო-ს წვრთნები მიმდინარეობდა, ჩვენთან მომხდარა ვერტმფრენის დაჯდომა კლინიკის ტერიტორიაზე“
კომენტარები