• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მგონია, რომ ვერ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში, შეიძლება, ადამიანების სიცოცხლეს შეექმნას სერიოზული საფრთხე – ირაკლი კობახიძე სამოქალაქო საავადმყოფოსთან დაკავშირებულ რისკებზე

ალია ავტორი - ალია
14:51 11-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, არსებობს სერიოზული რისკი უსაფრთხოების თვალსაზრისით.

კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხდება აღმოჩენა, თითქოს ეს არის რაღაც ახირებული პოზიცია. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ სერიოზულ რისკებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ უწყებები, სამსახურები, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება არის სერიოზული დილემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ერთი რომ არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე – უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული. საუბარია რისკებზე, რომლებიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას.

სტრასბურგის სასამართლოს ძალიან მკაცრი მოწოდებაა, რომელსაც სამწუხაროდ, სააკაშვილი არ ასრულებს. რომ შეასრულოს მოწოდება, ბუნებრივია, ყველაფერი შეიცვლება, თუმცა ეს არის რაღაც შანტაჟის ფორმა, რომელსაც იყენებს და რაც სამწუხაროა.

ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია, მაგალითად, დაუყოვნებლივ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, შეწყვეტს შიმშილობას და ელენე ხოშტარიაც შეწყვეტს შიმშილობას, მაგრამ ის ამას არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით არის ახირებული მოთხოვნა.

„მე დეტალებში ვერ შევალ, მოიტაცებენ თუ არ მოიტაცებენ. მგონია, რომ ვერ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში, შეიძლება, ადამიანების სიცოცხლეს შეექმნას სერიოზული საფრთხე. ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ მხოლოდ იმის გამო, რომ არის ახირებული მოთხოვნა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, რაც მას საერთოდ არ სჭირდება. მით უმეტეს, გახსოვთ, სააკაშვილმა თქვა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას შემდეგ გადაყვანის პირობით. შიმშილობის შემდეგ, მით უმეტეს, ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რომ არავის სჭირდება მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური კლინიკა იმისთვის, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. ადამიანს ერთადერთი სჭირდება საკვების სათანადო დოზირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved