• რეკლამა
  • კონტაქტი
04:38, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მგონი დროა სერიოზულად დავფიქრდეთ კრემატორიუმის აშენებაზე” – თეა გვასალია

ალია ავტორი - ალია
17:31 01-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
404

ჟურნალისტი, მთარგმნელი თეა გვასალია:

,,ესპანეთისგან განსხვავებით, სადაც 2001 წელს დაწყებულ მშენებლობის ბუმს და ბინების საყიდლად გამოტანილი საბანკო სესხების მასობრივად ვერ გასტუმრებას, 2007-ში ისეთი ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, რომ ქვეყანა 2014 წლამდე ვერ გასწორდა წელში, ჩვენთან ეს ბიზნესი ყვავის, იფურჩქნება და რაც მთავარია, ყოვლად წარმოუდგენელ ადგილებში, ნაჩქარევად აშენებულ კორპუსებში, ბინა არ რჩება გასაყიდი. რა სანტიაგო კალატრავა და რის ფრანკ გერი, ჩვენი უსახელო არქიტექტორები სასწაულებს ახდენენ და კაცმა არ იცის, რა მაგიური ძალით ახერხებენ, ერთ პატარა მოედანზე, სადაც ადრე გაჭირვებით ეტეოდა ერთი ბეწო სკამი, სასრიალო, და აიწონა-დაიწონა, ორი თექვსმეტსართულიანი კორპუსის ჩაკვეხებას?.
არანაკლებ უტყუარი და შემოსავლიანი გამოდგა სასაფლაოს ბიზნესი. წინასწარ გაიგე რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, იყიდე შესაფერისი მიწის ნაკვეთი, დაარეგისტრირე სასაფლაოდ და დაადე ორადგილიან განსასვენებელს 5000 დოლარი. არ გაგეყიდება თუ რა! მშენებლობას არ ჯობია? არც მიწისქვეშა პარკინგს მოგთხოვენ, არც უხარისხო საშენ მასალებს წამოგაძახებენ და არ მიწისძვრის დროს დაგემხობა თავზე?.
ჰოდა, მთელი თბილისი ერთ თვალუწვდენელ სასაფლაოდ რომ არ იქცეს, მგონი დროა სერიოზულად დავფიქრდეთ კრემატორიუმის აშენებაზე. სანამ რიყის ქვებით გამომეკიდებით ჩასაქოლად, მოვასწრებ და გეტყვით, რომ ძალით არავინ არავის შეუძახებს ცეცხლში, არც ტრადიციული წესით დაკრძალვას ვერჩი. ჩემი არგუმენტი ასეთია: ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, მიწა იყავი და მიწად უნდა იქცე და მე მგონი, სჯობს ფერფლის სახით შეერიო მიწას, ვიდრე ჭია_ღუებმა გამოგხრან ნელ-ნელა და დაგემოვნებით. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ვისაც მეორე ვარიანტი უფრო გხიბლავთ, არ შეგედავებით. ქრისტიანული ქვეყნების უმეტესობაში, დაკრძალვის ეს ორივე მეთოდია დანერგილი და ჭირისუფალი ირჩევს მისთვის მისაღებ ვარიანტს. სიკვდილი არავის უნდა და არც მასზე ფიქრია სასიამოვნო. მეც მინდა შვილები ფეხზე დავაყენო, კიდევ ბევრ ადამიანს ვასწავლო ესპანური, ვთარგმნო ან სახელმძღვანელოები დავწერო, მაგრამ როცა დრო მოვა, მირჩევნია ჩემი ფერფლი ჩემმა შვილებმა დედაჩემის საფლავზე დამარხონ, ქალაქს მიწას დავუზოგავ, შვილებს ზედმეტ ხარჯს.
სააგენტოებო, ხომ ხვდებით რა პოლემიკური თემაა და რა წყევლა-კრულვას დავიმსახურებ თქვნი მკითხველებისგან, რომელთა ნაწილი მხოლოდ სათაურს: „თეა გვასალია ადამიანების კოცონზე დაწვას ითხოვს“ ( ან რამე ამის მსგავსს) წაიკითხავს. ამიტომ ნუ გააზიარებთ?.”

თეგები: თეა გვასალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved