ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
მეუფე შიო მრევლს სამოქალაქო დაპირისპირებისა და ეკლესიის გახლეჩისთვის ამზადებს.
სხვა არაფერს ემსახურება ის პროპაგანდა, რომელსაც ვადევნებთ თვალყურს. მრევლი და ხალხი არ ირჩევს პატრიარქს, მაშინ ვისთვის კეთდება ეს განცხადებები? ვისთვის და რისთვის ამზადებენ მრევლს? იმისთვის, რომ თუ სხვა ნებისმიერი ,გარდა მეუფე შიოსი, გახდება პატრიარქი, მრევლი დაუპირისპირდეს მას და საბოლოოდ გამოიწვიონ დაპირისპირება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის რღვევა.ეს არის წმინდა რუსული სცენარი და ძალიან სამწუხაროა, რომ სინოდის წევრები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად თუ გაუაზრებლად არის ჩართული ამ პროცესში.აპრიორი იმის ხაზგასმა, რომ ნებისმიერი “სხვა” არის “ღალატი”, არის არა თუ უმეცრება და ბოროტება, არამედ საქართველოს და ეკლესიის მტრობა.მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” ნუ ჩაერთვება ამ თამაშში. მისმა პროპაგანდისტებმა შეწყვიტონ მავნებლობა, რომელიც მიმართულია დედა ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. გაფრთხილებთ, თქვენ ვერ შეძლებს პროცესების მართვას.მოვუწოდებ სინოდის წევრებს, შეწყდეს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით ღია პროპაგანდა და მხარდაჭერის გამოხატვა, ისევე როგორც მოსაყდრის “მემკვიდრეობასთან” დაკავშირებით ინტერპრეტაციები. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ეცით პატივი ეკლესიას და მრევლს და ტყუილებით ნუ კვებავთ საზოგადოებას.
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა და ნუ გახდებით ის ადამიანი, რომელიც პირველად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, ხელს შეუწყობს სამოქალაქო და საეკლესიო დაპირისპირებას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი სხეულის ხლეჩას.
















კომენტარები