მეტროსადგურებთან ვაჭრობა აიკრძალა. თვითდასაქმებულებმა გაფრთხილება უკვე მიიღეს. ისინი ადგილზე მუნიციპალურ ინსპექციას ელოდებიან. დღის ბოლომდე შესაძლოა, ასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩეს.
გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ გარევაჭრობა მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა. მათ თქმით, რამდენიმე თვის წინ დედაქალაქის მერი მათ ვაჭრობისთვის ალტერნატიული ფართების გამოყოფას შეპირდა, თუმცა ისეთი ფართები შესთავაზეს, სადაც დიდი გადასახადის გახდაა სსაჭირო, ამის რესურსი კი თვითდასაქმებულებს არ გააჩნიათ.
მოვიდნენ მერიის თანამშრომლები. გაგვაფრთხილეს, რომ უნდა აგყაროთ. ჩვენ არ ავდგებით! ვირაცა მოკვდება აქ ისეთი ამბავი იქნება. ჩვენ ვართ გაჭირვებულები! , – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
გარემოვაჭრეები მთავრობას ვაჭრობის გაგრძელების საშუალებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.














კომენტარები