მესტიაში ზვავი ჩამოწვა და თოვლის მასამ საავტომობილო გზა ჩაკეტა. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იმ ავტომობილების გამოყვანა, რომლებიც ზვავის გამო ვერ გადაადგილდებოდნენ, ღამით მოხერხდა.
ამ დროისთვის, უსაფრთხოების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის – ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე აიკრძალა ყველა სახის ავტო ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე ადგილობრივებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.
კომენტარები