ჰუმანიტარული დერეფნები უკრაინაში დღესაც არ გაიხსნება, უკვე მესამე დღეა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა. ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, დონბასში ინტენსიური დაბომბვა გრძელდება, მარიუპოლიდან კი არის ცნობები, რომ რუსები უარს ამბობენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დერეფნების უზრუნველყოფაზე ბერდიანსკის მიმართულებით.\
“ჩვენ ვაგრძელებთ რთულ მოლაპარაკებებს ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე”, – თქვა ვერეშჩუკმა.
დამატებითი დეტალები ამ საკითხზე ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები