უკვე მერვე დღეა, ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის სოფელ ჩოჩხათში 91 წლის ოთარ შაინიძეს ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, მოხუცი 2 მარტს სახლიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ მისი კვალი ვერავინ იპოვა.
მოხუცის სამძებრო სამუშაოებში პოლიციაცაა ჩართული და ოჯახი საზოგადოების დახმარებას ითხოვს.
ყველა ძალებით ვცდილობთ პოვნას. გუშინ დრონებითაც ვეძებეთ, მაგრამ უშედეგოდ. 2 მარტს სახლიდან გაუჩინარდა, მაშინ, როცა ოჯახის წევრების ბოსტანში მუშაობდნენ და ამ დრომდე კვალს ვერ მივაგენით, – ამბობენ ოჯახხის წევრები და საზოგადოებას სთხოვენ, ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკონ ნომერზე 557585655.
კომენტარები