,,ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
,,თუ სამართლიანობის აღდგენა ნამდვილად გსურთ – შექმენით საგამომძიებლო კომისია და გამოიძიეთ საქართველოს უახლოესი ისტორიის უდიდესი დანაშაული – 1992 წლის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე !!
— დასაჯეთ ყველა ის ცოცხალი ნაძირალა , რომელიც ხელმძღვანელობდა უდიდეს ღალატს , სამშობლოს გაყიდვას – პუტჩს , გადატრიალებას და სამხედრო საბჭოს.ვინც დახვრიტა მშვიდობიანი მიტინგები , ვინც ააწიოკა და ააოხრა სამეგრელო , ვინც მტერს მიყიდა და ჩააბარა აფხაზეთი !!
— მერწმუნეთ უამრავ ცოცხალ მოღალატეს აღმოაჩენთ ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც , რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს კლავდა,პოლიტპატიმრებს აწამებდა , ყაჩაღობდა , მოროდიორობდა და უშუალო მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის გაყიდვაში !!
— ცოცხალ პუტჩისტებს უმკაცრესად უნდა აგებინოთ პასუხი და უვადო პატიმრობა მიესაჯოთ , ხოლო მკვდარი მოღალატეები სასწრაფოდ უნდა გადაასვენოთ პანთეონებიდან ,ჩამოართვათ სახელმწიფო ჯილდოები და გადაარქვათ სახელი იმ ქუჩებს , რომლებსაც სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების ლიდერების სახელები დაარქვეს !!
— გსურთ სამართლიანობის აღდგენა!! გააკეთეთ ეს!














კომენტარები