UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა გამოაქვეყნა ერთობლივი ფოტო ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივესთან მაიკ ტაისონთან.
„რკინის მაიკთან“, – მოკლედ მიაწერა ფოტოს დვალიშვილმა.
ქართველს MMA-ში 19 ბრძოლა აქვს გამართული და 15 გამარჯვებას მიაღწია.
ბოლოს ის ოქტაგონზე მარტში გავიდა, როცა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა. დვალიშვილის ახალი მეტოქე, ჯერჯერობით, უცნობია.
კომენტარები