• რეკლამა
  • კონტაქტი
02:06, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მეოთხე სტადიის მელანომა და სწორი ნაწლავის სიმსივნე მესამე სტადიის დიაგნოზი ჰქონდა…არც ერთი არ აღმოჩნდა” – საქართველოსა და თურქეთში დასმული არასწორი დიაგნოზი და ჩატარებული ოპერაცია

ალია ავტორი - ალია
23:02 04-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,988

ლელუკა ლაშხი, რომელიც საფრანგეთში, ერთ-ერთ კლინიკაში, სამედიცინო კულინარიული სექტორის ხელმძღვანელად მუშაობს სოციალურ ქსელში წერს:

,,ისეთი ამბავია, ერთდროულად რომ გაგაბრაზებს და გაგამწარებს.

ჩემი სამი კლინიკიდან ერთ-ერთში ე.წ. სეფსის სექტორია განთავსებული.
შესვენების შემდეგ დამირეკა მდივანმა, მადამ გალერის თქვენი ნახვა უნდაო. არ ვიცოდი ვინ იყო ეს ქალი და კადრებში მოვიძიე ინფორმაცია. სეფსის-ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ყოფილა. რომ ავედი მისი ასისტენტი დამხვდა. თვითონ ოპერაციაზე.
რეანიმაციაში ქართველი ქალი ჰყოლიათ, ვერცერთ სხვა ენაზე ვერ ლაპარაკობს და გუგლით ვერაფერს გვაგებინებს, თუ შეძლებ დაგვეხმარეო.
არც დავფიქრებულბარ.

ახლა მოკლედ დავწერ და გავრცობისგან თავს შევიკავებ უბრალოდ.

ეს ქალი ორი დიაგნოზითაა. მთხოვა სახელი და გვარი არსად მივუთითო ჯერჯერობით, მაგრამ ამ ამბავს ასე არ დავატოვებინებ!

მეოთხე სტადიის მელანომა და სწორი ნაწლავის სიმსივნე მესამე სტადია.

მელანომაზე მკურნალობდა ორი წელი საქართველოში და თურქეთში. ნაწლავის სიმსივნე 7 თვის წინ დაუდგინეს და ოპერაცია ჩაუტარდა.

ნათესავის ქმარმა უთხრა, მე დაგხვდები პარიზშიო. ის ბედოვლათი დაუჭერიათ იმ დილას, ეს ქალი რომ ჩამოდიოდა საღამოს.

რასაკვირველია არცერთი არ დაუდასტურდა და ოპერაცია ჩაუტარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოლიპების გამო, რომელიც სრულიად უწყინარიაო ექიმმა. სავარაუდოდ პოლიპი იყო სწორ ნაწლავზეცო.

რაც შეეხება მელანომას, პაციენტს ჰქონია თანდაყოლილი ხალი ბარძაყის არეში, რომელიც ბათუმში, პლაჟზე დაიზიანა და ესთეტიკურ ცენტრში ” უმკურნალეს”. ერთ-ერთ დიდ და სახელგანთქმულ კლინიკაში ავთვისებიან მელანომად შერაცხეს, სახლ-კარი გააყიდინეს და პრევენციას შეუდგნენ ხან იქ და ხან თურქეთში, მათ მიერ რეკომენდირებულ ექიმებთან.

ამიხსნეს, რომ ხალის მორფოლოგია დაირღვა, იმ შემთხვევის დროს და რადგან სუსტი იმუნური სისტემა ჰქონდა იწვევდა მის გარკვეულ დეგრადაციასო.

დაახლოებით 200 ადამიანი მყავს მე პირადად გაცნობილი, დაბინავებული და ” გზაზე დაყენებული”, რომლებიც პირდაპირი გაგებით გამოექცნენ სიკვდილს!

კი, ეს ქალი გადარჩა და კიდევ უკეთესად იქნება მალე. ხვალაც ავალ და მოვინახულებ, დავუტოვე ჩემი კონტაქტები.
მაგრამ რამდენი ადამიანია, ვისაც არ აქვს აქ ჩამოსვლის არანაირი გზა და ხოცავთ ცხოველებივით!

ან რა ფიცი დადეთ ასეთი, ამ რით ვეღარ გეყოთ სხვისი უბედურებით აშენებული აგარაკები?!
რამხელა უსამართლობაში ცხოვრობს ქვეყანა, ჯერ კიდევ ვერ იაზრებთ!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved