პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “ახალი თაობა”-სთან ამბობს:
„თუ მეორე ტური იქნება, მაშინ შეიძლება მეორე ტურში გახარიამ გაიმარჯვოს. ხმები თუ გათანაბრდება, მერე უკვე ამომრჩეველში სხვა ლოგიკა ჩნდება. გახარია ახალია მერის პოზიციაზე. კალაძე უკვე ამდენი წელია მერია. ვიღაცებს ექნებათ პრეტენზია მის მიმართ და ა.შ. მეორე ტური იძლევა ხმების გადალაგების სერიოზულ შესაძლებლობას, რაც შეიძლება კალაძისთვის სარისკო აღმოჩნდეს.“
კომენტარები