• რეკლამა
  • კონტაქტი
22:18, პარასკევი, 6 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მელიამ რომ განაცხადა აქციების უწყვეტი ჯაჭვი იქნებაო, ის ჯაჭვი როდის და როგორ გაწყდა, გვითხრა ვინმემ?“

ალია ავტორი - ალია
23:32 08-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
551

გიორგი ჯავახაძე

 

„ალიას“ ესაუბრება ყოფილი ძალოვანი და „ოცნების“ თანადამფუძნებელი, რომელსაც, ამ ეტაპზე, გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურს:

 

– ეს ზაფხული თბილისში პოლიტიკურად ცხელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ამინდის პროგნოზია “ცხელი”. დღეს 28 აგვისტოა, ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ყველას მივულოცო მარიამობის დღესასწაული. ამ წუთებში თბილისში ხანძრის ოთხი კერაა, ერთი ავჭალაში, ერთი – სამგორში, ერთი დიდუბეში და ერთიც – შავნაბადასკენ. იქეთ ძამას ხეობა იწვის, ბორჯომის ხეობაში ცეცხლი საბოლოოდ ისევ არ ჩაუქრიათ… არავინ არ ამბობს, რა ფართობის ტყეა დამწვარი, რა ზარალი მიადგა სახელმწიფოს, პრევენციის ზომები მიიღეს თუ არა გასული წლის ხანძრების შემდეგ? დაამატეს რეინჯერები? შეუმცირეს თითოეულ რეინჯერს საკონტროლო არეალი? გადაამზადეს? იყიდეს სპეციალური ვერტმფრენები და თვითმფრინავები ხანძრის ჩასაქრობად? დგანან ახლა „ოცნების“ მომხრეები და ურცხვად იძახიან, სადაა ამერიკა, რატომ ეგ არ აქრობს ბორჯომში ხანძარსო. სადაა ამერიკა და ნატოში, რომლის ბიუჯეტის უმრავლესობას თავად ავსებს, ნატო სადაა და თურქეთში, თურქეთი სადაა და საქართველოში ცდილობს ხანძრის ჩაქრობას 8 ტონიანი წლის ავზებიანი თვითმფრინავებით, მაგრამ ბიძინა სადაა, ბიძინა? ა, მაგას არ უყიდია ბორჯომის ტყე ჯერ და აბასთუმანში კიდევ სიმშვიდეა? დაუჩემებიათ, პატარა ქვეყანაა საქართველოო, პატარაა კი და რა გახდა ამ პატარა ქვეყნის მიხედვა? უღრანი ტყე აღარ დატოვეს, ხე-ტყე გასაყიდად გააქვთ და ამ მეჩხერი ტყეების მიხედვა, დაყოფა სექტორებად, მონიტორინგი რეინჯერების მიერ ასე რთულია? რამდენიმე დღის წინ, ტყის პირას დასასვენებლად გავედი მეგობრებთან ერთად, ჩაგვიარეს რეინჯერებმა და წავიდნენ – არადა, უნდა მოსულიყვნენ, ეკითხათ, რა დრო ვაპირებთ გაჩერებას, როგორ და რით ვგეგმავთ ცეცხლის ჩაქრობას და მერე კიდევ უნდა გადავემოწმებინეთ. კარგი, ჩვენ დაველოდეთ ცეცხლის ჩაქრობას, მერე დავაზღვიეთ და წყალიც დავასხით, მაგრამ უამრავი კოცონი იყო გაჩაღებული გზად რაც დავინახეთ და ყველა კეთილსინდისიერად მოიქცა? ახლა იტყვით, ხალხს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობაო. ხალხის პასუხისმგებლობის იმედად თუ ვართ – რა საჭიროა პოლიცია, შრომის ინსპექცია, ფინანსური ინსპექცია და ა.შ. უამრავი რამის ინსპექცია? რისთვის ვუხდით ხელფასს? რა საჭიროა შსს? პარკირების გამო აჯარიმებენ ხალხს და ტყის გადაწვა არაფერია?

არადა, პოლიტიკური ცეცხლი უნდა იყოს ახლა ქვეყანაში – ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ნიკა მელიამ რომ განაცხადა აქციების უწყვეტი ჯაჭვი იქნებაო, ის ჯაჭვი როდის და როგორ გაწყდა, გვითხრა ვინმემ? ერთი წელი იძახეს, ჩვენ გვაქვს გეგმა და იმას მივყვებითო, ოღონდ რა გეგმა იყო, ვისი შედგენილი, რა პერიოდს შეიცავდა, ვერ ვათქმევინეთ. სადაა ის გეგმა? ჩიტმა წაიღო, ქარს გაყვა, ცეცხლში დაიწვა? გამოვიდა იგივე მელია ივლისში და რა გეგმას მთხოვთ, როგორ შეიძლება ვიცოდე ოქტომბერში რა მოხდებაო… ოქტომბრის გეგმა როგორ მეცოდინებაო? – უკვე გასაგები იყო, რომ ოპოზიცია ოქტომბრამდე ისვენებს, მაგრამ მაინც ვერ გავიგეთ სად და როდის დაიღალა? ევროკავშირის კანდიდატობისთვის 12 პუნქტია შესასრულებელი, დეკემბერში ევროკომისია ახალ რეზოლუციას გამოაქვეყნებს და საქართველოში ოპოზიცია, რომელიც არც დაღლილა, ისვენებს, ოპოზიცია ისვენებს და „ოცნება“ იძახის, რევოლუციას მიწყობს მხართეძოზე წამოწოლილი ოპოზიციაო – გეგმა ამათ არ აქვთ, მიზანი და გაერთიანება ამათ არ შეუძლიათ – რევოლუციას როგორ მოახდენენ? სოსო გოგაშვილი რომ არ დაეჭირა „ოცნებას“, რა უნდა ექნა ოპოზიციას? ერთადერთი ახლა გოგაშვილი აცოცხლებს მცირედით “მიძინებულ პოლიტიკას”  არადა 2 თვის წინ, ივნისში, ლიდერის გარეშე, ზღვა ხალხი გამოვიდა ქუჩაში, არ გვინდა რუსეთში, ევროპა გვინდაო, მეტროში ამოყვანას ვერ ასწრებდა ხალხის ექსკალატორი, იდგა სიცხეში, რიგში ხალხი და მღეროდა. და ეს ხალხი დაშალეს – უთხრეს, წადით სახლებში, ჩვენ რეგიონებიდან ჩამოვიყვანთ ხალხს და ერთად ავზვირთდეთო, მაგრამ რეგიონებში ტრანსპორტიც არ ჩაიყვანეს საკმარისი. დიდ ქალაქში რომ სამ “მარშრუტკას” ჩაიყვან მხოლოდ, 60 ადამიანი როგორ უნდა ააზვირთო? აგინებინეს მერე ეს ხალხი „ოცნების“ ოფისიდან დიტო სამხარაძეს და ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, ამიტომ კანონდაუმორჩილებელ ხელისუფლებას ცუდი არაფერი ვაკადროთ და მოდი, დავიშალოთო. კანონმორჩილი ხალხი ვართ და კანონდაუმორჩილებელ მთავრობას, რა ვუყოთო? და ქუჩაში გამოსული ხალხი დაშალეს. ასე მტერი დაგვეშალოს, ბატონებო და ნეტავი ხანძრის კერები ჩაგვექროს ასე კარგად და ასე მალე, როგორც პოლიტიკური ცეცხლი მივანავლეთ, ბიძინას გასახარად.

 

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved