ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისა და ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატი თბილისში, ნიკა მელია Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება. მელიას თქმით, კვლევა ნამდვილად აჩვენებს არსებულ ტენდენციას.
“კვლევა ნამდვილად აჩვენებს ტენდენციას. დაახლოებით, სურათს აჩვენებს, არ დაგიმალავთ, ვენდობი სრულად. დარწმუნებული ვარ, აგერ თქვენ და აგერ მე, მოვა 2 ოქტომბერი და ნახავთ, განსხვავება ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის ოპოზიციის სასარგებლოდ არის კიდევ უფრო დიდი”. – თქვა მელიამ.
კომენტარები