პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად „ქართული ოცნების” თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე მივიდა.
შეხვედრის შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ ხოშტარიასთან სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს.
“ჩვენი თხოვნაა, შეწყვიტოს შიმშილობა. გვქონდა მეგობრული საუბარი. სხვადასხვა ვარიანტებზე ვისაუბრეთ”, – თქვა კობახიძემ.
ელენე ხოშტარია მე-15 დღეა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.
კომენტარები