უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ოლქში, ბუჩაში სამხედრო დანაშაული რუსეთის 64-ე ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ ჩაიდინა. მათივე ინფორმაციით, მოხალისეებმა იპოვეს ბრიგადის მეთაურის მონაცემები. ბრიგადის მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი აზურბეკ ასანბეკოვიჩ ომურეკოვი.
ბუჩას ტრაგედიამ შეძრა მსოფლიო. კიევის ოლქის ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა აღმოაჩინეს სულ მცირე 300 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ქუჩებში დახვრეტილი მოსახლეობა, ხელებშეკრული და ნაწამებია.
ოფიციალური ინფორმაციით, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.
კომენტარები