• რეკლამა
  • კონტაქტი
23:59, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ვარ პოლიტპატიმარი და მე ვკვდები” – რას წერს Politico სააკაშვილზე?

ალია ავტორი - ალია
11:46 04-07-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
280

Politico საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ მასალას აქვეყნებს, სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის მარტის აქციებსა და სხვა საკითხებს მიმოიხილავს.

გამოცემა წერს, რომ საქართველოში დემოკრატიის რეგრესიაა, თუმცა ქართველმა ხალხმა დაადასტურა თავისი ერთგულება დემოკრატიისა და ტირანიის წინააღმდეგ საბრძოლველად პარლამენტის წინ ქუჩაში გამოვიდა. მესამე პრეზიდენტის თქმით, “ქართული ოცნების” მთავრობა აგრძელებს დასავლელი ლიდერების დაცინვას, სიხარულით ზედამხედველობს თუ როგორ შორდება საქართველო ევროპულ მომავალს მაშინ, როცა მშვიდობიან მოქალაქეებს ცრემლსადენი გაზითა და ძალით შლის.

მასალაში მიხეილ სააკაშვილი მის მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ როცა 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნდა, იყო ჯანმრთელი, ენერგიული 54 წლის ადამიანი, მას შემდეგ ის ციხეშია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც მხოლოდ კრემლი და საქართველოს დღევანდელი მთავრობა თვლის ლეგიტიმურად.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში, მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და ახლა კვდება. წერს, რომ სისტემატიურად აწამებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ამჟამად სხეულში აქვს მძიმე ლითონები, რაც მოწამვლის მტკიცებულებაა.

“ასევე სულ უფრო აშკარაა, რომ მალე მოვკვდები, თუ სათანადო სამედიცინო დახმარებას არ მივიღებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

მე ვაგრძელებ მოწოდებას აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად საქართველოს მთავრობაზე დიპლომატიური ზეწოლისა და ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებით.

ჩემმა სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი საქართველოში, მაგრამ ჩემი წამება, რა თქმა უნდა, ჩაითვლება პუტინის გამარჯვებად – ძლიერი სიმბოლო ყველა ლიდერისთვის ამ რეგიონში,და შესაძლოა მსოფლიოც, რომლებმაც ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ რუსულ იმპერიალიზმს”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

თარგმანი: “მთავარი არხი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved