• რეკლამა
  • კონტაქტი
04:03, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მე ციხეში მოვხვდი – პირდაპირ ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან დაპირისპირების გამო“ – უჩა აბაშიძის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
17:34 12-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
796

მსჯავრდებული უჩა აბაშიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,მე ციხეში მოვხვდი – პირდაპირ ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან დაპირისპირების გამო.

ჯერ საჯარო სამსახურიდან გამომიშვეს: ნუ, ჩემამდე ასე მოიტანეს ეს ამბავი – რო ღარიბაშვილმა უთხრა მინისტრს – ეგ ჩემი მაგინებელი როდემდე უნდა გყავდეთ მანდო და მთხოვეს “გაჩუმდი რაო“ (მეთქი გამაგდე კაცო, ჩემ გამო ნუ შეიქმნი პრობლემებს თქო და 1 თვეში დავემშვიდობეთ). თუმცა თავს ვერ დავდებ, რო ღარიბა just არ მოიმიზეზეს.

მერე, მალევე – სუს-ის შკოდაში აღმოვჩნდი და ლილუაშვილის სუსმა ულტიმატუმი წამიყენა – ან ჩვენთან იმუშავებ, ან დაგიჭერთო.

ყველა ჩემს ნათქვამ “არა“-ზე “ღადაობდნენ“ – კაი, მიდი, დაქოქე – მიგვყავს ჩვენთან კპზ-ზეო. ბოლოს – კაი, ჩადი მანქანიდან და მოიფიქრე კარგად, არას ნუ გვეუბნები – და ნათესავს/მეგობარს მაინც დააწყებიე ჩვენთან, თორე დაგიჭერთო.

ისე, ბარეთ, ბევრს ჰგონია, რო როცა ეგეთ შეთავაზებას გიკეთებენ – შავით თეთრზე გეუბნებიან – რუსების მხარეს გადმოდიო. მასე არ ხდება. მაგალითად მე მთავაზობდნენ დეპარტამენტის უფროსობას, ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით, ვინმეს რამეს კი არ დაუშავებო კაცოო. 5-ნიშნა ხელფასი, სამსახურეობრივი მანქანა, იარაღი – ტარების უფლებით. მეთქი არა, ამ სუსში, გამორიცხულია. “ნუ ამბობ არას, კარგად დაფიქრდი, დაგიჭერთო“. მეთქი არა! კაცო ჩადი მანქანიდან – იფიქრე, ეგრევე არას ნუ ამბობო. მეთქი არაფერია საფიქრალი – არა! – მაშინ მეგობრეგი და ნათესავები გვირჩიე – იმათ ენდომებათ, ყველას დავასაქმებთ, ვისაც იტყვი – რამდენსაც იტყვიო. მეთქი და ამდენ ახალ კადრს რითი იყვანთ? – ევროპიდან გრანტების ფულებს უხდით მეთქი ხო? – ფული არაა პრობლემა, შენ მეგობრები თქვიო. მეთქი – არა! – კაი, მაშინ გიჭერთო. ნუ კაი, მართლა კი არა – ჩადი, წადი, იფიქრე და კარგად მოიფიქრეო – არას ნუ ამბობო.

მერე ორჯერ იყო – რო პირდაპირ ქუჩაში (აქციაზე) მომადგა ადამიანი – შენ დაგყვები მე – რო იცოდე – და დაგიჭერთო (ძველი ნაცნობები იყვნენ ორივე)

და ბოლოს ჯერ დამიჭირეს – და მერე იგონებენ – რა შემტენონ. ოთხი სხვადასხვა მუხლი სცადეს და ბოლოს მარიამის დაჭერა და გამწარება დასჭირდათ – რო ჩავესვით.

ხოდა ეხლა რას ვშვებით? – უი, ლილუაშვილი მართლა გახრწნილი კორუმპირებული ბოროტება აღმოჩნდა? – ხან ატკატებს კრიშავდა, ხან სუსის წნეხის გამოყენებით – ბიზნესებს არეკეტებდა (წილს თხოვდა “ჩაწყობილი“ საქმეებიდან) და ეს მხოლოდ ზედაპირია. ეს რაც შეძლებადია რო დაამტკიცო.

თუ ვინმეს სჯერა – რო ეს პროსტა გახრწნილი ჩინოვნიკი იყო – თორე ისე სუსს სამართლიანად და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებში მართავდა?

სუსი იყო ლილუაშვილის ჯიბის მაფიოზური ბანდა. ღარიბაშვილიც და ლილუაშვილიც – იყენებდნენ მაგ ძალაუფლებას წნეხისთვის (ეს უკვე დადასტურებული ფაქტია) და ემუქრებოდნენ – ისე, როგორც მე. მერე ზოგი თანხმდებოდა (მითუმეტეს არაფერს, თითქოს, ისეთს არ გთხოვდნენ – კაი ფულს იშოვი და ლილუაშვილი იქნება კრიშა, თუ არადა – ბეტონს ასკდები), ზოგი ქვეყნიდან გარბედა, ზოგი ციხეში ამოალპეს.

ზუსტად ვიცოდი რო ლილუაშვილს უარს არ ეუბნებიან და დამიჭერს.

ვიცოდი – რო ვერ შემიკერავს რისთვის დამიჭიროს და იწვალებს. გამოვიდა, რო ამით გავწირე მარიამი – მარიამის დაჭერა დასჭირდათ – ჩემს გამოსაკეტად.

გავიდა წელიწადნახევარი – და ნათელია, რო ღარიბაშვილი კორუმპირებული, ქურდი და დანაშაულის დასაფარად ლილუაშვილით მოსარგებლე იყო (როგორც ვამბობდი)

და ლილუაშვილი გახრწნილი, კორუმპირებული და სუსის გავლენებით – ბოროტმოქმედულად მოსარგებლე. სუსის მეშვეობით გვიშორებდა /აშინებდა ადამიანებს, კრიშავდა დანაშაულს, წილებს ითხოვდა და ა.შ.

კრიმინალი – ვინც მე შემიკერა, შემირჩია, ჩამიდო საქმე – თვითონ ზის ეხლა ციხეში. ეხლა რა ხდება? თქვენ არ დაიჯეროთ, რო სუსში ან სასამართლოში, ან პროკურატურაში გამოსწორდა რამე, მარა, ხო ითხოვენ რო ვიფიქროთ – ვითომ გამოსწორდაო. ხოდა რა ხდება აწი?“

თეგები: უჩა აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved