• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე რომ დავუკვეთო პოლიციელებს გაუსწორდნენ კონკრეტულ დეპუტატს, სასჯელი უნდა მოვიხადო თუ არა?!” – ირაკლი კობახიძის კითხვა ჟურნალისტებს

ალია ავტორი - ალია
16:39 11-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის არავითარი სიმბოლო არ არის, ასევე, ყველამ იცის, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა – წლებია, მან ეს ქვეყანა შეაწუხა.

„ჩამოვყალიბდეთ, ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა, თუ მესამე პრეზიდენტი. მე მგონია, არც ერთი არ არის. ყველამ ვიცით, მისი უკრაინის მოქალაქეობა რას ნიშნავს, შეაწუხა ეს ქვეყანა მთელი წლებია. რაც შეეხება მის მესამე პრეზიდენტობას, პრეზიდენტის ინსტიტუტის არავითარი სიმბოლო ის არ არის ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს ადამიანი ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად. ამაში შედის წამება, არაადამაიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და ა.შ. უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ის არის არა სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ – ანტისიმბოლო. ისევე როგორც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფალი იყო მაგალითად, მუსოლინი, ჩაუშესკო და ა.შ. არც ერთი მათგანი არ განიხილება არც იტალიის, არც რუმინეთის და ა.შ. სიმბოლობებად. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ანტისიმბოლოები არიან. ზუსტად ასეთივე ანტისიმბოლოა მიხეილ სააკაშვილიც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“პოლიციელებს მე რომ დავუკვეთო, რომ გაუსწორდნენ კონკრეტულ დეპუტატს, სასჯელი უნდა მოვიხადო თუ არა?! – ამ კითხვით კობახიძემ ჟურნალისტებს მიმართა.

„მიხეილ სააკაშვილს სასჯელი აქვს შეფარდებული ორ საკითხზე, ერთი არის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, რომელზეც ყველამ იცის როგორ დაუკვეთა და როგორ შეასრულეს.
მე რომ პოლიციელებს დავუკვეთო, გაუსწორდნენ კონკრეტულ დეპუტატს, თან, მე სასჯელი უნდა მოვიხადო თუ არა?! – ამაზეც კის რომ ვერ ამბობთ, ძალიან მძიმეა. მე რომ დავუკვეთო ხვალ დეპუტატის ასეთი მძიმე ფორმით ცემა, რა თქმა უნდა, სასჯელი უნდა მოვიხადო.
მეორე რაზეც შეფარდებული აქვს სასჯელი, სტრასბურგმაც დაადასტურა, ეს არის გირგვლიანის მკვლელების მფარველობა ანგარების მოტივით და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით. პირდაპირ წერია, რომ სტრასბურგი იყო გაოგნებული მათ შორის პრეზიდენტის მოქმედებით, გაოგნება გამოხატა სტრასბურგის სასამართლომ. ყველამ იცის, როგორ მფარველობდა ის გირგვლიანის მკვლელებს და როგორ აცემინა დეპუტატი ვალერი გელაშვილი, შესაბამისად, ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულისგან არის დაცლილი ეს სასჯელი, რომელიც მას აქვს შეფარდებული.
მესამე რაც მან გააკეთა, უკანონოდ შემოვიდა საქართველოში, ეს ყველას თვალწინ გააკეთა, ამასაც არ სჭირდება განსაკუთრებული სასამართლო რეალურად, ეს არის მესამე სასჯელი რომელიც ალბათ მას შეეფარდება, რადგან ყველას თვალწინ გააკეთა.
არის კიდევ 7 ნოემბრის საქმე, რომელიც უკავშირდება შეკრების სასტიკ დარბევას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და მოხდა ასევე ტელევიზიის მიტაცება 7 ნოემბერს, კონკრეტულ ტელევიზიაში შეიჭრნენ, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და კრიმინალი, რაც ჩაიდინა ეს საზოგადოების თვალწინ მოხდა. მეოთხე საქმეა კიდევ, რომელსაც უწოდებენ „პიჯაკების საქმეს“ და 9 მილიონი გაფლანგვაზეა საუბარი. წარმოიდგინეთ, მე ჩემი შვილებისთვის ხვალ რომ გამოვაყოფინო ბიუჯეტიდან 100 000 ლარი ყოველწლიურად, უნდა დამიჭირონ თუ არა? ახლა ეს რომ გავაკეთო, წარმოიდგინეთ რა სკანდალი ატყდება და ამას უწოდებენ „პიჯაკების საქმეს“. ეს არის კონკრეტული დანაშაული. პოლიტიკური სარჩული არის გამორიცხული,“ – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved