„მე მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება, იმიტომ, რომ ქართველ ხალხამდე არაფერი არ აღწევს, ელიტური კორუფციის გამო.
ის მთლიანად ხმარდება მათ ვილებს, ხვდება მათ ანგარიშებზე უცხოეთში, რომლებიც გადანახული აქვთ შავი დღისთვის, იმიტომ, რომ ისინი ემზადებიან გასაქცევად მას შემდეგ, რაც ბოლომდე ლიმონივით გამოწურავენ საქართველოს”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
“როგორც იქნა, ევროკავშირმა თავის მოხსენების პროექტში ჩაწერა ელიტური კორუფციის საკითხი და უკვე ბოლო ორი კვირაა “ქართული ოცნება” ისტერიულად ლობირებს თავისი მრავალმილიონიანი ხელფასიანი ლობისტების მეშვეობით, რომ იქნებ ეს ელიტური კორუფცია ამოიღონ მოხსენების დრაფტიდან – როგორც ჩანს, ეს საკითხი ბოლომდე ჩაუფლავდათ.
ელიტური კორუფცია შევარდნაძის დროსაც კი არ ჩაუწერია ევროკავშირს მოხსენებაში – ჩემს დროზე აღარ ვსაუბრობ.
ელიტური კორუფცია ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს ივანიშვილისა და მთავრობის წევრების პირდაპირ ჩართვას ქართველი ხალხის ძარცვაში“,- განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები