• რეკლამა
  • კონტაქტი
23:49, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე გავდივარ ნაციონალური მოძრაობიდან! Adios!“ – მაია ორჯონიკიძე

ალია ავტორი - ალია
21:06 01-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

ენმ-ს აწ უკვე ყოფილი წევრი, მაია ორჯონიკიძე წერს, რომ პარტიას ტოვებს:

„მე გავდივარ ნაციონალური მოძრაობიდან და მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდები, როცა მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და ენმ გახდება სამაგალითო შიდა დემოკრატიის მქონე პარტია.

Adios!“

ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე მაია ორჯონიკიძე წერდა:

„ქართული პოლიტიკისა და ზოგადად საქართველოს ამჟამად არსებული წუმპიდან ამოსაყვანად მთავარი დღის წესრიგი უნდა იყოს და არის ორი საკითხი:

1. მიხეილ სააკაშვილის პუტინის ტყვეობიდან გათავისუფლება.

2. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ეს ორივე საკითხი არის ის საკითხები,რის გარეშეც ქვეყანაში გლობალურად და თვისობრივად არაფერი შეიცვლება.

მეტიც-ორივე მიზნის მიღწევის ერთადერთი ინსტრუმენტი ავტოკრატული,თითქმის დიქტატურად ჩამოყალიბებული რეჟიმის პირობებში არის უკმაყოფილო ხალხის მრავალათიათასიანი უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები,რისიც რეალურად ეშინია რეჟიმს და რასაც ერთადერთს შეუძლია არა მხოლოდ მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა,არამედ მისი იძულება ზეწოლა განახორციელოს ივანაშვილის რეჟიმზე და რის ორგანიზებასაც ჯიუტად გაურბის ენმ-ს არსებული ხელმძღვანელობა(!).

და რას ვხედავთ დღეს?

მიხეილ სააკაშვილი ისევ ისე ზის პუტინის ციხეში,როგორც იჯდა გასული სამი თვე,მეტიც-მისი დაფუძნებული და ოდესღაც სახელოვანი პარტიის დღევანდელი მესვეურები იმის მაგივრად,რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა მობილიზება მოახდინონ იმისთვის,რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსული ტყვეობიდან დაიხსნან,ამის ნაცვლად პარტიის შიდა “რეორგანიზაციით” არიან დაკავებულნი,თანაც ისე,რომ მიხეილ სააკაშვილთან ამ საკითხებს არც ათანხმებენ,მეტიც-საერთოდ ვერ ხედავენ ამის საჭიროებას (იხილეთ ნიკა მელიას ბოლო ინტერვიუ).

რჩება სრულიად ობიექტური შთაბეჭდილება,რომ ენმ-ს დღევანდელი თავმჯდომარე ნიკანორ მელია პარტიის რესურსს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე კი არა,პარტიაში საკუთარი ძალაუფლებისა და ზეგავლენის კიდევ უფრო გასამტკიცებლად იყენებს. სწორედ ეს დასკვნა შეიძლება გამოიტანო მისი ბოლო ინტერვიუდან,სადაც ყველაფერზეა საუბარი გარდა მთავარი საკითხისა-რა უნდა მოიმოქმედოს მიხეილ სააკაშვილის შექმნილმა პარტიამ მისი ნამდვილი და არა თავსმოხვეული ლიდერის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად.

ვრცელ ინტერვიუში ნიკა მელია უსასრულოდ ლაპარაკობს პარტიის ნომენკლატურულ საკითხებზე,რაც თავისთავად მნიშვნელოვანი იქნებოდა,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ეს არ იქნებოდა გამოყენებული მთავარი საკითხის გადასაფარად და პარტიის რეალური ეფექტურობისა და ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად იქნებოდა გამიზნული,რისი არანაირი ნიშანწყალიც სამწუხაროდ არ იკითხება.

პარტიის ხელმძღვანელობა,რომელიც ზედიზედ-2016,2018,2020,2021-არჩევნებში მოგებულ ხმებს არ თუ ვერ იცავს,ვერ ჩაითვლება იმ ხელმძღვანელობად,რომელსაც სამომავლოდ მაინც შეუძლია ენმ-ს ეფექტურად გაძღოლა და მისთვის გამარჯვების მოტანა. ამ ანბანური ჭეშმარიტების დანახვა არ აწყობთ მხოლოდ პარტიაში ჩაბუდებულ კონფორმისტებს,რომელთაც საპარლამენტო თუ ნებისმიერი სხვა სავარძლები უფრო მაღალ პრიორიტეტად ესახებათ,ვიდრე რეალური ბრძოლა საქართველოს რუსული რეჟიმის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ,საკუთარი ფეხით პუტინის ციხეში წასვლამ და ყველაფერმა,რაც ამას მოყვა-რენდგენივით გააშუქა არა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმი,არამედ ზოგადად ე. წ. პროდასავლური ოპოზიციის სახეც და კერძოდ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის ამჟამად სავალალო მდგომარეობა-მებრძოლი,კრეატიული პარტიიდან ის 2016 წლიდან მოყოლებული (ზუსტად მელიას პარტიაში გაძლიერებიდან!) ნელ-ნელა გადაიქცა კონფორმისტულ,დახავსებულ კონგლომერაციად,რომელიც კარგ ლოზუნგებს ისვრის,მაგრამ პრაქტიკულად არაფერს აკეთებს მათი რეალიზაციისთვის.

რეალურად დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის შექმნილი პარტიის ნიკა მელიას მიერ ბანალურ მიტაცებას,რომელიც ცხადია ხანგრძლივი პროცესია და ის დღეს არ დაწყებულა-დღეს ეს პროცესი უბრალოდ საბოლოოდ ფორმდება და ამის დაგვირგვინება იყო ნიკა მელიას ბოლო ინტერვიუ! ანუ ის,რაც ვერ შეძლო 2016 წელს გიგა ბოკერიამ,წარმატებით შეასრულა ნიკა მელიამ!

და კვლავ აქტუალურია ბოკერიას დევიზი: მიშას ხმები (სკამები,თანამდებობები) მიშას გარეშე!

ვიცი,არიან გულწრფელი პატრიოტები,რომლებსაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე თავში ჩაუჭედეს მანტრა-“ახლა ამის დრო არ არის”,” ამით მხოლოდ ქოცების წისქვილზე დავასხამთ წყალს” და მსგავსი ბოლი. ფაქტია,რომ ბოლო წლები ხმას მართლაც არავინ იღებდა და რაო-ამით დასუსტდა ბიძინას რეჟიმი თუ პირიქით,გაძლიერდა?!

გაჭრა სიცრუეზე თვალის დახუჭვის ტაქტიკამ,თუ პირიქით?!

ამიტომ მაფიის “ომერტას” კანონი მართალ საზოგადოებაში ვერ იმუშავებს,ისევე როგორც დიდ და მართალ საქმეს მხოლოდ სიმართლითა და სუფთა ხელებით უნდა ემსახურო,რასაც შეუმცდარად გრძნობენ წესიერი და პრინციპული ადამიანები,რომელთაც სამშობლოზე მაღალი პრიორიტეტები არ გააჩნიათ.

დიახ,დღეს ყველა კმაყოფილია-ბიძინას რეჟიმი,ნებისმიერი ჯურის პარტიები,დაზარალებულ-მოტყუებული დარჩა მხოლოდ საქართველო,მისი ხალხი და მისი მესამე პრეზიდენტი.

დიახ,ივანაშვილის ბინძური რუსული რეჟიმი დიდი ხნის დამარცხებული გვეყოლებოდა,ჩვენი ციხე მუდმივად შიგნიდან რომ არ ტყდებოდეს! კოლექტიური სინდისი,რომელიც ყველა ფარისევლურ პირობითობაზე უარს გათქმევინებს და იმის ძალას მოგცემს,რომ ხმამაღლა დაიძახო-მეფე შიშველია!

მითუფრო მაშინ,როცა ის სინამდვილეში მეფეც არ არის-უბრალოდ ძალიან უნდა მეფობა.

პ.ს.

მიშა,გაიღვიძე და დაარქვი ყველაფერს თავისი სახელი!

სხვანაირად არავინაა შენი ციხიდან გამომყვანი-ყველა ჯანმრთელი ძალა იბლოკება! პირადად მე უკვე ორი წელია რაც ოპო-ტელეარხების უმრავლესობას შავ სიაში ვყავარ და აღარ მიწვევენ,ალბათ ძნელი მისახვედრი არაა-ვისი მითითებით.“

თეგები: მაია ორჯონიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved