• რეკლამა
  • კონტაქტი
22:01, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის ერთობლივი შეხვედრის ორგანიზება” – ტრამპი

ალია ავტორი - ალია
03:10 08-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
301

CNN-ის თანახმად, დონალდ ტრამპმა The Truth Social-ზე დაწერა, რომ მან ეს საკითხი ვლადიმერ პუტინთან თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.

“შეხვედრების დასრულების შემდეგ, მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის ერთობლივი შეხვედრის ორგანიზება, რომელიც ჯერ კიდევ დაზუსტდება”, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ვლადიმერ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი და თავად დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება შეხვედრა.

მან თქვა, რომ მისი დღევანდელი შეხვედრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს შეეხო, რომელსაც “სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით”.

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი რომ გაიმართა, ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.

უშაკოვის თქმით, საუბარი 40 წუთს გაგრძელდა.

„აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

უშაკოვის თქმით, პუტინმა და ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ განაცხადეს.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა შეწყვიტა, რათა ვლადიმერ პუტინთან დაერეკა.

თეგები: დონალდ ტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved