• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე და ჩემს ფეხმძიმე შვილს გვემუქრებიან, ვაპირებ, შევიტანო სარჩელი” – რას აცხადებს ნანა ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
16:24 05-11-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
563

ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნია, რომ­ლის­თვი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არ არის უცხო, ამ­ჯე­რად კი, რო­გორც ამ­ბობს, ცი­ლის­წა­მე­ბის სა­მიზ­ნე. მის­თვის, რო­გორც დე­დის­თვის და ბე­ბი­ის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლია მის გარ­შე­მო აგო­რე­ბუ­ლი ტალ­ღა, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის თქმით, მიზ­ნად ისა­ხავს მისი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას.

ცოტა ხნის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნა­ნას ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი ქეთი წიქ­ვა­ძე ბავ­შვს ელო­დე­ბა. ქეთი რეზი არ­ვე­ლა­ძის რძა­ლია და უკვე ორი წე­ლია ნიკა არ­ვე­ლა­ძე­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.
ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის“ ეთერ­ში სპე­ცი­ა­ლურ მი­მარ­თვა­ში, ნანა ამ­ბობს, რომ მას და მის ორ­სულ ქა­ლიშ­ვილს პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში ემუქ­რე­ბი­ან და აპი­რებს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნოს.

ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე:

– ბოლო დროს ძა­ლი­ან გახ­შირ­და და რა­ღაც სეგ­მენ­ტში ტრენ­დუ­ლიც კი გახ­და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის­თვის ტყუ­ი­ლის დაბ­რა­ლე­ბა, ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბის აგო­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, მეც ვარ ერთ-ერთი მსხვერ­პლი ამ­გვა­რი ცი­ლის­წა­მე­ბის. ამას უკვე მი­ვეჩ­ვიე, რომ მეც და ჩემს ოჯახ­საც გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი, გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით გვაკ­ვირ­დე­ბი­ან და გვი­ყუ­რე­ბენ, მაგ­რამ ახლა ხდე­ბა ის, რომ პირ­და­პირ და ხე­ლა­ღე­ბით მაბ­რა­ლე­ბენ და ავ­რცე­ლე­ბენ, რომ მე ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი.

თით­ქოს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც სხვა სა­ხელს და გვარს ვარ ამო­ფა­რე­ბუ­ლი. ეს კამ­პა­ნია დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გამ­წვავ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში, ბოლო დღე­ებ­ში და გა­მო­ი­ყე­ნეს ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი მა­დღეგ­რძე­ლე­ბენ და ხუმ­რო­ბით იმ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხე­ლით მომ­მარ­თა­ვენ, გა­გი­მარ­ჯო­სო – მე­უბ­ნე­ბი­ან, რად­გან სწო­რედ იმ დღე­ებ­ში გა­ვი­გეთ რა­საც მაბ­რა­ლებ­დნენ.

ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე მშობ­ლებ­თან, დებ­თან, შვილ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად
ჯერ მარ­თლა სა­სა­ცი­ლოდ არ მყოფ­ნი­და, ამა­ზე ვხუმ­რობ­დით მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი და და­ბა­დე­ბის დღე­საც კი მი­ლო­ცავ­დნენ, ამ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხე­ლით მომ­მარ­თავ­დნენ, მაგ­რამ თან­და­თან მი­ი­ღო ამან ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სახე და და­ი­წყეს უკვე სტა­ტუ­სე­ბის წერა, პირ­და­პირ ხე­ლის და­დე­ბა, რომ თით­ქოს ასი პრო­ცენ­ტით იცი­ან, რომ ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი, ეს ბრალ­დე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­მარ­ტო სტა­ტუ­სებ­შია, კო­მენ­ტა­რებ­შიც კი ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რო­ბენ, კი, კი, უკვე დად­გინ­და, რომ ეს ნამ­დვი­ლად ნა­ნაა.

პირ­და­პირ გვწე­რენ პი­რად­ში მეც და ჩემს ფეხ­მძი­მე ქა­ლიშ­ვილს მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში, რომ თით­ქოს, მე ვარ ეს ადა­მი­ა­ნი და გვა­ყე­ნე­ბენ სა­ში­ნელ შე­უ­რა­ცხყო­ფას და რაც მთა­ვა­რია, ეს წე­რი­ლე­ბი არის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლიც. აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას ჩემს გარ­დაც­ვლილ მშობ­ლებს, ჩემს უსაყ­ვარ­ლეს მა­მი­დას, წყევ­ლა-კრულ­ვა­საც არ იშუ­რე­ბენ, სხვა­თა შო­რის.

მოკ­ლედ, მე ვა­პი­რებ შე­ვი­ტა­ნო სა­ჩი­ვა­რი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მე მათ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს აქ არ და­ვა­სახ­ლებ, დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბა ამ ეთე­რი­დან ჩემ­გან მათი სა­ხე­ლე­ბის და გვა­რე­ბის წარ­მოთ­ქმა. მინ­და, მივ­მარ­თო ყვე­ლას, ჩემი ოჯა­ხის გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ მე ვარ ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რა­საც ვამ­ბობ ან ვწერ, ვა­კე­თებ, მხო­ლოდ ჩემი, ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლით და არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა, რომ ამო­ვე­ფა­რო ფსევ­დო სა­ხელს. მე და ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და მო­რა­ლუ­რიო ზი­ა­ნი მოგ­ვად­გა და ამი­ტომ, მე ვუ­პა­სუ­ხებ კა­ნო­ნის გზით. შე­სა­ბა­მი­სად ამ ადა­მი­ა­ნებს, ცი­ლისმწა­მებ­ლებს, მო­უ­წევთ, რომ სა­სა­მარ­თლო­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­რად­გი­ნონ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved