• რეკლამა
  • კონტაქტი
09:23, კვირა, 22 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მე არანაირი დანაშაული მიმიძღვის, ყველაზე დიდი დამნაშავე არის ქართული ოცნების პრემიერი და პროკურატურა“ – გიორგი ტერიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:00 09-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,638

გიორგი ტერიშვილმა სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა თქვა:

,,მე არანაირი დანაშაული მიმიძღვის, ყველაზე დიდი დამნაშავე არის ქართული ოცნების პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ..

9 თვეა ვზივართ ციხეში, არანაირი მტკიცებულება, 9 თვის განმავლობაში წაგვართვეს ყველანაირი უფლება, შეკერეს ჩვენი საქმეები ისე, როგორც თვითონ უნდოდათ და მაგის თავიც არ აქვთ ნორმალურად შეკერონ…

მინდა პროკურატურას ვუთხრა, აქ გყავდათ მოყვანილი ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ისხდნენ და თვითონვე ცხვენოდათ თავიანთი ტავის, თვითონვე წითლდებოდნენ თავიანთ სიტყვებში…

რომელმაც ვალერი თეთრაშვილი დააკავა, გვერდით ეჯდა, ეუბნება ვალერი თეთრაშვილს თუ ამოიცნობთო, რომელიაო და გამოიშვიარ ხელი ჩემკენ, იმ დროს თეთრაშვილი დარბაზში არ იყო…

ასეთი ცრუ მოწმე პოლიციელებით არის ეს ქვეყანა სავსე, ასეთი მატყუარები არიან..როდესაც ადვოკატმა ჩომახაშვილმა დაუსვა კითხვა ერთ-ერთ ცრუ მოწმეს, მან ვერ გასცა პასუხი, თუ შეიძლება გამიმეორეთო და ამასობაში მას პროკურორმა მესიჯი მისწერა, რა უნდა ეთქვა, ეს ყველამ კარგად დავინახეთ.. ამიტომ ბატონო მოსამართლე, მეგობრები, რომლებიც ჩემს გვერდით ზიან, არანაირი კავშირი არ გვქონია, მე ისინი აქ გავიცანი სხდომაზე…

როცა დამაკავეს გამომძიებელმა ჩამომართვა მობილური, მე თვითონ მივეცი ტელეფონის კოდი, 9 თვე გავიდა, მაგრამ არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, რომ ჩვენ კავშირი გვქონდა ერთმანეთთან, არ ყოფილა, ვერ დაადგენდა, რადგან ჩვენ აქ სხდომათა დარბაზში გავიცანით ერთმანეთი. მინდა ვთქვა ასეთი რაღაც, ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვეი საქართველო, გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი…

გვყავს მთავრობა, რომელიც იწევს რუსეთისკენ.. ჯალათი წულუკიანი გამოვიდა და საქართველოს დასდო ბრალი, ასეთი მთავრობა გვყავს და მალე უნდა მოვაშოროთ.

ბატონო მოსამართლევ, 92 წლის თებერვალში 17 წლის ძმა დავკარგე, რომელსაც საქართველოს დროშა ეჭირა და ხალხს მოუძღოდა. ქართველმა ჯალათმა ესროლა ტყვია და დაიღუპა. ბევრი გმირი ჰყავს საქართველოს, მაგრამ მათ სახელებს ქართული ოცნება ლახავს. ეს არის რუსული ოცნება.
პროკურორებს: მალე გათენდება ის დღე, თქვენ საქართველოს ღალატის გულისთვის გასამართლდებით. სამართლიან სასამართლოში, ასეთში არა, ვითომ სასამართლოში.

ადვოკატებს დიდ მადლობას გიხდით, რომ თქვენ საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს დაანახეთ, როგორები არიან ეს მოღალატე პროკურორები, პოლიციელები.

მადლობა არასამთავრობო ჟურნალისტებს. დიდი მადლობა ყველას, რუსთაველის გმირებო, სინდისის პატიმრების მშობლებო. ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე.

არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!”

შეგახსენებთ, 11 დაკავებულის სასამართლო პროცესია, რომლის მოსამართლეც გალუსტაშვილია. შესაძლოა, მან განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved