საქალაქო სასამართლოში ირაკლი წულაიას პროცესი მიმდინარეობს. წამყვანმა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან, ცოტა ხნის წინ სიტყვით მიმართა სასამართლოს და თქვა, რომ არალეგიტიმური პარალამენტის კანონებს არ აღაირებს:
„მე არ ვაღიარებ ამ არალეგიტიმური პარალამენტის კანონებს და ჩემი პროტესტი იყო ის, რომ არ დავემორჩილო იმ კანონებს, რომელსაც ეს არალეგიტიმური პარლამენიტი იღებს. ეს იყო ჩემი პოლიტიკური აქტი და მინდა ყველას დავანახო, რომ არ დაემორჩილონ ამ კანონს”, – განაცხადა წულაიამ.
პროცესამდე მისი ადვოკატი აცხადებდა:
„როდესაც ბავშვთან ერთად სახლი დატოვა, სახლთან ელოდებოდნენ. ბავშვის თვალწინ აიყვანეს და ხელბორკილები დაადეს. რა თქმა უნდა, არავითარ გზის გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია. ირაკლი წულაია გახლავთ ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაზარალებული. მაშინ ძალიან მძიმედ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ირაკლის. ირაკლი კავშირზე ვერავისთან ვერ გამოდის მარტივი მიზეზის გამო, რადგან შსს-ს ეს ყველაფერი აქცია თავისუფლების უკანონი აღკვეთად”
კომენტარები