• რეკლამა
  • კონტაქტი
05:36, ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მძარცველი სინამდვილეში ძალიან მშიშარა ადამიანია” – როგორ ხსნის ფსიქოლოგი ბანკზე თავდამსხმელის ფსიქოტიპს

ალია ავტორი - ალია
11:31 10-24-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

ზუგ­დიდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ძარცვის საქმესთან და მძარცველის ფსიქოლოგიურ ფსიქოტიპზე ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას AMBEBI.GE ესა­უბ­რა.

– პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გკი­თხოთ თავ­დამ­სხმე­ლის ფსი­ქო­ტი­პის შე­სა­ხებ. მო­ძა­ლა­დე, რო­მე­ლიც მზად იყო სი­ცო­ცხლეს გა­მო­ე­სალ­მე­ბი­ნა მისი ტყვე­ე­ბი, მათ “კე­თი­ლად” ექ­ცე­ო­და. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ტყვე­ე­ბი ყვე­ბოდ­ნენ, რომ მძარ­ცვე­ლი მათ უთა­ნაგ­რძნობ­და, საკ­ვებს სთავ­ზობ­და და მათ დის­კომ­ფორტზე წუხ­და კი­დეც. რო­გორ ახ­სნით მის ასეთ ქცე­ვას?

– მო­დით, და­ვი­წყოთ ასე: რო­დის იღებს ადა­მი­ა­ნი თავ­ზე ხელს? – რო­დე­საც ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი მში­შა­რაა. ყვე­ლა­ფერ­ზე წას­ვლა არის ში­შის უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ეს მძარ­ცვე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან მში­შა­რა ადა­მი­ა­ნია. ის იმ­ყო­ფე­ბო­და ძლი­ე­რი ში­შის ქვეშ, რაც შე­ე­ხე­ბა მის ე.წ. სი­კე­თე­ებ­ზე ლა­პა­რაკს, ეს ფაქ­ტე­ბი მას ოდ­ნა­ვა­დაც არ ახა­სი­ა­თებს და­დე­ბით პი­როვ­ნე­ბად. სი­ნამ­დვი­ლე­ში საქ­მე შე­ე­ხე­ბა ურ­თი­ერ­თშიშს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე მხა­რე იყო ერთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, იყ­ვნენ სა­ერ­თო სივ­რცე­ში, სა­ერ­თო გან­საც­დე­ლის, ში­შის ქვეშ და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ისი­ნი თით­ქოს მხარს უჭერ­დნენ ერ­თმა­ნეთს, ერ­თი­ან­დე­ბოდ­ნენ. თუ სხვა­დას­ხვა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბოდ­ნენ, ის ვერც ხა­ჭა­პუ­რის შემ­თა­ვა­ზე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და და ვერც კონ­დინ­ცი­ო­ნე­რის ჩამ­რთვე­ლი.

– რაც შე­ე­ხე­ბა პო­ზი­ტი­ურ, კე­თილ­გან­წყო­ბილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მძარ­ცვე­ლის მი­მართ გაჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში. ამა­ზე რას გვე­ტყვით?

– ამას უწო­დე­ბენ “სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრომს” და ამის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს. ამ ტერ­მინს სა­ფუძ­ვლად უდევს ბან­კის ანა­ლო­გი­უ­რი ძარ­ცვა ქა­ლაქ სტოკ­ჰოლმში. ამ შემ­თხვე­ვა­შიც მძევ­ლე­ბი თა­ნა­უგ­რძნობ­დნენ მძარ­ცვე­ლებს, სიმ­პა­თი­ით იყ­ვნენ მო­ძა­ლა­დის მი­მართ გან­წყო­ბი­ლი, ცი­ხე­შიც კი აკი­თხავ­დნენ მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. ბო­ლოს კი ისეც მოხ­და, რომ ტყვე და მძარ­ცვე­ლი და­ქორ­წინ­დნენ.

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ეს შემ­დგნა­ი­რად იხ­სნე­ბა: მძე­ვა­ლი ამ დროს გა­ნიც­დის ძლი­ერ შიშს, და­ძა­ბუ­ლო­ბას, რის გა­მოც სა­კუ­თა­რი თა­ვის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას, გა­ი­გი­ვე­ბას ახ­დენს მო­ძა­ლა­დეს­თან, იმ მო­მენ­ტში ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნეს­თან. ამით ის სა­კუ­თა­რი უმ­წე­ო­ბის, უსუ­სუ­რო­ბის, ში­შის ე.წ. გა­და­ფარ­ვას ახ­დენს. ამი­სი მა­გა­ლი­თე­ბი ხში­რად გვაქვს სკო­ლა­ში. თუ, მა­გა­ლი­თად, კლას­ში არის ისე­თი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად სუს­ტია, არ შე­უძ­ლია თა­ვის დაც­ვა, არის ბუ­ლინ­გის ობი­ექ­ტი, ცდი­ლობს და­უ­ახ­ლოვ­დეს მო­ძა­ლა­დე ბავ­შვს, უფრო ძლი­ერს. ცდი­ლობს მას აჩუ­ქოს რა­ღა­ცე­ე­ბი, შე­უს­რუ­ლოს მი­თი­თე­ბე­ბი და ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­ი­გოს მისი გული, რათა თავი უფრო და­ცუ­ლად იგ­რძნოს. “სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრო­მის” მა­გა­ლი­თე­ბი ყო­ფი­ლა სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­შიც და ა.შ.

ეს სინ­დრო­მი უჩ­ნდე­ბათ ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც არ გა­აჩ­ნი­ათ მყა­რი ში­ნა­გა­ნი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ში­ნა­გან ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს ეყ­რდნო­ბა და აქვს არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არა­სო­დეს მო­იქ­ცე­ვა ასე. ის არც მო­ძა­ლა­დე იქ­ნე­ბა და არც – მო­ძა­ლა­დის მე­ხოტ­ბე. ეს არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნულ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­გა­ნი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის არ­ქო­ნას, იგი გა­მოწ­ვე­უ­ლია ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბით. ბი­ო­ლო­გი­უ­რია, რო­დე­საც ადა­მი­ანს გე­ნე­ტი­კუ­რად ერგო ფსი­ქი­კუ­რი სი­სუს­ტე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში – ადა­მი­ანს თა­ვი­სი აღ­ზრდის, ბავ­შვო­ბის მო­მენ­ტში, მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო შე­ექ­მნა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ ფაქ­ტორს – აქ მხედ­ვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღე­ბი სო­ცი­უმ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. სო­ცი­უმ­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი აზრი დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრავს პი­როვ­ნე­ბის ქცე­ვას.

– მა­შინ, რო­დე­საც ათე­უ­ლო­ბით მძე­ვა­ლი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სტრე­სის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და გა­დარ­ჩე­ნის­თვის ლო­ცუ­ლობ­დნენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცდი­ლობ­და, ამ შემ­ზა­რავ ამ­ბავ­ში სა­ხუ­მა­რო ას­პექ­ტი და­ე­ნა­ხა და ემ­ხი­ა­რუ­ლა. ამას რო­გორ ახ­სნით?

– ვი­საც შე­უძ­ლია ასეთ დროს იხუმ­როს და არ შე­წუხ­დეს, არ უთა­ნაგ­რძნოს გან­საც­დელ­ში მყო­ფებს, მას აქვს სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდა, სუს­ტია ასე­თი ადა­მი­ა­ნი. ეს ხუმ­რო­ბა არის ში­ში­სა­გან გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ერ­თის მხრივ და მე­ო­რეს მხრივ დაგ­რო­ვი­ლი აგ­რე­სი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია. ამ აგ­რე­სი­ა­საც სა­ფუძ­ვლად უდევს ისევ და ისევ შიში, რო­მე­ლიც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ სამი ფაქ­ტო­რით, რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ – ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით.

ადა­მი­ან­თა ამ ნა­წილს უკვე ჰქვია მასა და არა ხალ­ხი. თა­ვის მხრივ ამ მა­სა­ში ყო­ველ ადა­მი­ანს აქვს ძა­ლი­ან მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა . ამ პრობ­ლე­მებს შო­რის ყვე­ლა­ზე მძი­მე ის არის, რომ ადა­მი­ან­ში არ არის ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მას მყა­რად ამ­ყო­ფებს ცხოვ­რე­ბა­ში.

წყარო: „ამბები.ჯი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა
ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

16:04 05-28-2025
თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია

13:53 05-28-2025
“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:37 05-28-2025
დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად
ახალი ამბები

დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად

13:16 05-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved