უცნაური მოვლენა ლაგოდეხში – სოფელ კაბალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ სკოლაში მოჩვენებები დადიან
„ფორმულასთან“ საუბრობენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
სკოლაში სავარაუდოდ მოჩვენებები დადიან, მოსწავლეები ამბობენ, რომ მოჩვენებას შავი ჩითის კაბა აცვია და ქერა თმები აქვს, ისინი ასევე ამბობენ, რომ შესვენებაზე როდესაც სკოლის ეზოში არიან მოჩვენება შენობის მეორე სართულიდან ხელის ქნევით ესალმება, რის შემდეგაც ადის სხვენში, ხოლო როდესაც მასწავლებელი დარაჯთან ერთად სხვენში ადის მოჩვენება სკოლის ეზოდან უბრალოდ ქრება.
სკოლის მოსწავლე”ფორმულასთან” საუბრისას ასევე აღინშნავს, რომ პოლიცია, როდესაც სკოლაში მივიდა სარდაფში ჩასვლა ვერ გაბედეს და სკოლის დარაჯი ჩაუშვეს, თუმცა დარაჯმაც ვერაფერი ვერ აღმოაჩინა.
სკოლის დირექტორის თქმით კი შესაძლოა იყოს ეს ქალი რომელსაც, აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები თუმცა ვერ ამბობს ვინ შეიძლება იყოს ასევე უჭირს თქმა როგორ შემოდის სკოლის ტერიტორიაზე ისე რომ ვერავინ ვერ ამჩნევს.
კომენტარები