• რეკლამა
  • კონტაქტი
18:17, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მათთვის, ვინც კარგად ვერ ხვდება შიმშილობის არსს” – ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:11 11-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

მათთვის, ვინც კარგად ვერ ხვდება შიმშილობის არსს:

შიმშილობის აქტი კონკრეტული მოთხოვნებით არის უკიდურესი მშვიდობიანი პოლიტიკური პროტესტის ფორმა და არა თვითმკვლელობის მცდელობა. ამ ფორმას სიკვდილთან ერთადერთი კავშირი აქვს – დაგიკმაყოფილონ მოთხოვნა, რომლისთვისაც მზად ხარ დათმო სიცოცხლე.

სწორედ იმიტომ რომ შიმშილობა პოლიტიკური აქტია და არა თვითმკვლელობის სურვილი, ადამიანი, რომელიც შიმშილობას აცხადებს, იღებს წყალს და სამედიცინო დახმარებას, ანუ ცდილობს ჰქონდეს იმდენი დრო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რამდენიც შესაძლებელია.

მათთვის, ვინც არაა ციხეში ნამყოფი და არ იცის:

საკვების მიღება ციხეში დასაშვებია მხოლოდ საკანში და არსად სხვაგან. სამედიცინო კაბინეტში მოშიმშილე პატიმარი იღებს მხოლოდ სამედიცინო დახმარებას და იმ მედიკამენტებს, სითხეს და მინერალურ დანამატებს, რაც გამოუწერა ექიმმა და რაც არ არღვევს შიმშილობის პროტოკოლს.

მათთვის, ვისაც არ უშიმშილია:
ნებისმიერი საკვები, მცირე რაოდენობით მიღებული, კი არ აადვილებს, პირიქით, ართულებს მოშიმშილის მდგომარეობას, რადგან ამ შემთხვევაში მას მუდმივად უნარჩუნდება შიმშილის გრძნობა, რაც სრულიად გაუსაძლისია ფიზიოლოგიურად, მაშინ როცა შიმშილობის მე–5 დღიდან შიმშილობის გრძნობა კლებულობს და მე–8 დღიდან ის საერთოდ ქრება. ამიტომ თუ მოშიმშილე ტყუის, ის ვერ დაკმაყოფილდება მცირე საკვებით, მით უმეტეს, წლამდე ბავშვისთვის განკუთვნილი საკვების მცირე ულუფებით დ უბრალოდ ჩვეულებრივდ იკვებება ისე რომ სხვამ ვერ დაინახოს. ამასთან, მოშიმშილე პატიმარი ხელს აწერს ყველა მედიკამენტზე და მინერალურ დანამატზე, რასაც იღებს სამედიცინო კაბინეტში, სადაც საკვების მიღება დაუშვებელია. ეს ეხება სემპერის ბავშვის ფაფებსაც, რომლის ფოტოსაც ავრცელებენ სამთავრობო მედიასაშუალებები და ტროლები და რომლებიც არ შედის იმ ჩამონათვალში, რასაც მიხეილ სააკაშვილი ხელს აწერს.

აღარაფერს აღარ ვამბობ მათზე, ვინც იმ კადრებზე და ფოტოებზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი პიპეტისხელა კოვზით იღებს მედიკამენტის ფხვნილს, მისი კვება დაინახა და არა მისი ფიზიკური მდგომარეობა.

არც იმას დავწერდი რაც დავწერე, რომ არა პირადი გამოცდილება და კიდევ ის, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ ხშირად გადმოცემითაც არ იცის, რა სისტემაში მოგვიწია ჩვენს თაობას ცხოვრება და ბრძოლა და რა შეუძლია და რაზეა წამსვლელი რუსული უშიშროება მიზნის მისაღწევად.

და ბოლოს, მთავარი, რაც ყველზე ცუდია, იმ ყველაფერზე მთავარი, რაც დავწერე – ესაა ჩვენი საზოგადოების ნაწილის მორალი. და რომ არა მორალის კატასტროფული დეფიციტი, ამ ყველაფრის ცოდნის გარეშეც იმას უნდა ხვდებოდე რომ თუ უბრალოდ არ იცი ვის დაუჯერო, მოშიმშილეს თუ ხელისუფლებას და რადგან არ იცი, ამიტომ ან ჩუმად ხარ, ან ხელისუფლებასთან ერთად ქირქილებ, სწორედ მორალის დეფიციტის გამო ვერ ხვდები რომ თუ შენ ცდები, და შენ ამას არ გამორიცხავ, მაშინ წირავ ადამიანს შენი სიჩუმით ან კიდევ უარესი – ქირქილებ და უსირცხვილოდ აცხადებ – თუ მოკვდება მაშინ დავიჯერებ…

რატომ უნდა მოკვდეს, იმიტომ რომ შენ დაიჯერო ყლეო?!
მიშა იცოცხლე!”, – წერს სარიშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved