• რეკლამა
  • კონტაქტი
06:04, კვირა, 29 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მათ ჩაიდინეს დანაშაული“ – ნიკა გვარამია სიას აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
17:01 12-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,179

ნიკა გვარამია ციხიდან წერილს აქვეყნებს:

„მათ ჩაიდინეს დანაშაული.
✅ შსს მინისტრი გომელაური და მისი ქვემდებარე შესაბამისი თანამდებობის პირები
✅ ქალაქის მერი კალაძე, რომელმაც მინიმუმ ვითარების გარკვევის გარეშე არ გადაკეტა დაზიანებული არე, არ შეზღუდა მოქალაქეთა მიმოსვლა და მეტიც, რუსთაველზე ნაძვის ხე დადგა, რითიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი შეუქმნა ათასობით მოქალაქეს, მათ შორის ბავშვებს;
✅ “განათლების მინისტრი” ალექსანდრე წულაძე, რომელმაც მინიმუმ ვითარების გარკვევის გარეშე მიმდებარე სკოლაში მოსწავლე ათასობით ბავშვს და ასობით თანამშრომელს არ შეუჩერა სასწავლო პროცესი, რითიც მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა;
✅ “ჯანდაცვის მინისტრი” მიხეილ სარჯველაძე, რომელმაც მრავალი მოთხოვნის მიუხედავად უარი თქვა კანონით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულების შესრულებაზე; ჯანდაცვის მინისტრმა მთელი დედაქალაქის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე;
✅ “პარლამენტის თავმჯდომარე” შალვა პაპუაშვილი, რომელიც უმაღლეს ადმინისტრაციუულ ფუნქციას ასრულებს პარლამენტში და მინიმუმ ვითარებაში გარკვევის გარეშე არ შეაჩერა პარლამენტის ფუნქციონირება, რითაც იქ მომუშავე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
✅ “პრემიერმა” კობახიძემ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო, ერთობლივად.
✅საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა, როგორც მთელი ამ სისტემის და ამ კონრეტული კონვენციური დანაშაულის რეალურმა დამკვეთმა და დამგეგმავმა.
და ბოლოს: ყოფილმა შსს მინსტრმა გახარიამ ახლა მაინც უნდა თქვას რამე, მათ შორის, 20 ივნისს ასევე კონვენციით აკრძალული ნახევრად ლეტალური იარაღის (ე.წ. დათვის ტყვიები) გამოყენებაზე ბრძანების გაცემის თაობაზე!
P.S. თუ ვინმეს აინტერესებს როგორია შეშინებული კობახიძე, შეუძლია შეხედოს მის დღევანდელ კომენტარს და შეადაროს 4 ოქტომბრის წინა პერიოდის კობახიძეს – საკუთარ თავში დარწმუნებულს, თავხედურად ცინიკურს და თვითკმაყოფილს. სახეზე აწერია, რომ ბიძინას “აუხსნა” რომ მოვიდა მისი თანამდებობიდან გაშვების დრო, თან არა უბრალოდ გაშვების, ზედ უმძიმესი წიხლის მოყოლებისაც.“
თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved