• რეკლამა
  • კონტაქტი
23:09, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მასკმა თინეიჯერს Twitter-ის წაშლის სანაცვლოდ $5000 შესთავაზა, მან 0-იც დაამატე, ნუ “კრიჟანგობო”..

ალია ავტორი - ალია
12:29 02-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა 19 წლის ფლორიდელ ჯეკ სუინის 5000 დოლარი შესთავაზა, სანაცვლოდ კი თინეიჯერს “ტვიტერზე” საკუთარი ანგარიში უნდა წაეშალა, რომლითაც ის მილიარდერის კერძო თვითმფრინავს აკონტროლებდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ილონჯეტს“ “ტვიტერზე” 150 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და იყენებს ბოტს, რომელიც 19 წლის სუინიმ მასკის ფრენების მონიტორინგისთვის შექმნა. სწორედ ამ მონიტორინგის საფუძველზე, “ტვიტერზე” ეტაპობრივად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და სად აფრინდება ან დაეშვება თვითმფრინავი და, ასევე, რა არის თითოეული რეისის ხანგრძლივობა.

ილონ მასკმა ჯეკ სუინის “გართობის” შესახებ პირველად, დაახლოებით, ორი თვის წინ შეიტყო: 30 ნოემბერს მილიარდერმა თინეიჯერს პროტოკოლის სრული დაცვით სთხოვა, შეეწყვიტა კონტროლი, რადგან ჯეტის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგებოდა. როგორც ჩანს, ამ თხოვნამ დიდად შედეგი არ გამოიღო. სწორედ ამიტომ, Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოზარდს საბოლოოდ 5000 აშშ დოლარი შესთავაზა იმაში, რომ მასკის თქმით, “გიჟებს მისი ფრენებისთვის თვალყური არ ედევნებინათ”. ამ მნიშვნელოვანი დავალების თუ თხოვნის შესასრულდებლად, სუინიმ 50,000 მოითხოვა და იქვე დასძინა, რომ თანხას კოლეჯისთვის გამოიყენებდა და შესაძლოა,Tesla-ს მოდელი 3-იც შეეძინა.

CNN-ის ცნობით, ორ მხარეს შორის ბოლო კომუნიკაცია გასულ კვირას შედგა, რა დროსაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ “ამხელა თანხის გადახდა, მისი აზრით, სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა”. ანაზღაურების გარდა, ჯეკ სუინიმ მოლაპარაკების სხვა, შესაძლო ვარიანტად SpaceX-ში სტაჟირების გავლის შესაძლებლობაც განიხილა, რომელზეც მილიარდერისგან, ჯერჯერობით, პასუხი არ მიუღია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved