6 მილიარდამდე დოლარი ქველმოქმედებაში – მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ამბობს, რომ $5,7 მილიარდის ღირებულებისTesla-ს აქციები ქველმოქმედებას შესწირა. აღნიშნულ ფაქტზე საუბარია SEC (Securities and Exchange Commission)-ის დოკუმენტში, რომელშიც მიმღები საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელი მითითებული არ არის.
შემოწირულება განხორციელდა 19 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე პერიოდში და ეს ემთხვევა იმ დროს, როცა მასკი პოლიტიკოსებთან დაპირისპირებაში იყო ჩართული უთანასწორობისა და პოტენციური სიმდიდრის გადასახადის გამო.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ეს ქველმოქმედება მასკს 2021 წელს, აშშ-ის მეორე უმსხვილეს დონორად აქცევს. „ტესლას“ აღმასრულებელი დირექტორი მხოლოდ ბილ გეითსს და მელინდა ფრენჩ გეითსს ჩამორჩება, რომლებმაც ქველმოქმედების მიზნით, გასულ წელს $15 მილიარდი გასცეს.
კომენტარები