შსს-მ გააკეთა ოფიციალური განცხადება, იმისი იქით აღარაფერს აღარ ვიტყვი, მას შეუძლია ნებისმიერი რაღაც განაცხადოს – ასეთია “ქართული ოცნების” პოზიცია, რომელსაც მისი დეპუტატები ახმოვანებენ საქართველოში, რუსი ოპოზიციონერის გუდკოვის არშემოშვებაზე.
მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მოქალაქის შემოშვება/არშემოშვებაზე გადაწყვეტილებას შსს და სუს-ი იღებს.
პუტინის რეჟიმთან მებრძოლი ოპოზიციონერი დიმიტრი გუდკოვი ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს და თბილისის აეროპორტიდან გააბრუნეს. შსს-მ განმარტა მუხლი, რის საფუძველზეც არ შემოუშვეს ის ქვეყანაში, თუმცა კონკრეტული იმ მუხლში არაფერი წერია.
გუდკოვს თბილისში ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი.














კომენტარები