ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
„მართლა ვერ ვხვდები, სამძიმრის გამოთქმა, ან სოლიდარობის გამოხატვაც ომში ჩართვას ნიშნავს?
სიფრთხილე საჭირო და აუცილებელია ასეთ დროს, მეც სიფრთხილის მხარეს ვარ, მაგრამ მართლა გგონიათ, სამძიმრის თქმის გამო, ან სოლიდარობის თამამად გამოხატვის გამო, აქ ვინმე ტანკით შემოვარდება?
კი, ბატონო, ნუ ჩავაბნელებდით ქალაქს, გაგვენათებინა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა საახალწლო ილუმინაციებში, თუნდაც უკრაინული დროშის ფერების შერევით, გვეჩვენებინა უკრაინელებისთვის, რომ ამ საახალწლო დღეებშიც თქვენზე ვფიქრობთ და თქვენს გვერდით ვართო.
ჩვენ კი რა ვქენით? არათუ სოლიდიაორბა გამოვხატეთ, ავდექით და მშვიდიბით მარიაჟობა დავიწყეთ. სოლიდარობის მაგივრად რა გზავნილი გავუგზავნეთ უკრაინელებს? ნახეთ, ჩვენსავით “ჭკვინაურად” რომ ვერ მოიქეცით,. თქვენთან ომია, უშუქობაა,. ჩვენ კი სინათლე და მშვიდობა გვაქვსო?
ელემენტარულ თანაგრძნობას და სოლიდარობას ვითხოვთ თქვენგან, რადგან მაინც საქართველოს ხელსიუფლება გვქვიათ.“
კომენტარები