• რეკლამა
  • კონტაქტი
22:44, ხუთშაბათი, 29 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მართალია თუ არა, რომ კოვიდდადასტურებული პაციენტები სხვებს იმაზე უფრო სწრაფად აინფიცირებენ, ვიდრე ეს აქამდე მიიჩნეოდა?

ალია ავტორი - ალია
12:51 02-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

მსოფლიოში ჩატარებულმა პირველმა კვლევამ, რომელში მონაწილე მოხალისეებიც Covid-19-ით განზრახ დაინფიცირდნენ, დაადგინა, რომ ახალი კორონავირუსის სიმპტომები სულ რაღაც 2 დღეში ვლინდება, რაც მოსალოდნელზე ბევრად სწრაფი ტემპია. გარდა ამისა, პაციენტები ინფექციის წყაროდ იქცევიან და გარშემომყოფებს აინფიცირებენ. რას ნიშნავს ეს?- ამ საკითხის დეტალები BBC-მ გაარკვია. 

რა ხდება?

ადრე მეცნიერები კორონავირუსის ინკუბაციურ პერიოდს ხუთი დღით განსაზღვრავდნენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Sars-Cov-2-ის ვირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევდა. თუმცა ინფიცირებული პირი გადამდები იყო საშუალოდ, ცხრა დღის და მაქსიმუმ, COVID-19-ის დადასტურებიდან 12 დღის განმავლობაში. მკვლევართა განცხადებით, მათი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს რეკომენდაციებს, რომ ადამიანი პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ან კოვიდზე დადებითი ტესტის შემდეგ კარანტინში 10 დღე უნდა იყოს. 

ზემოთ ხსენებული კვლევა ლონდონის Royal Free Hospital-ის სპეციალურ განყოფილებაში ჩატარდა. 34 მოხალისედან 18-დან 29 წლამდე ასაკის 18 პირი დაინფიცირდა მას შემდეგ, რაც Sars-Cov-2 შტამის დაბალი დოზა ცხვირის წვეთების სახით მიიღეს. სერიოზული სიმპტომები არცერთს არ ჰქონდა, თუმცა 13-მა ადამიანმა დროებით  ყნოსვა დაკარგა. ექსპერიმენტის მხოლოდ ერთ მონაწილეს აღენიშნა ყნოსვის დაკარგვა ექვსი თვის შემდეგაც კი. 

„ჩვენი კვლევა რამდენიმე ძალიან საინტერესო კლინიკურ დასკვნას ამჟღავნებს. ეს განსაკუთრებით ეხება ხანმოკლე ინკუბაციურ პერიოდსა და ვირუსის ძალიან დიდი რაოდენობით გამოყოფას“, – განაცხადა ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ინფექციური დაავადებების პროფესორმა და კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა კრისტოფერ ჩიუმ. ვირუსული ინფექციის მაღალი დონე ჯერ ყელში და თითქმის მაშინვე ცხვირში დაფიქსირდა, პიკს კი ხუთი დღის შემდეგ მიაღწია. ამ დროისთვის ინფექციის მთავარი წყარო ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსი გახდა. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მიღებული შედეგები ხაზს უსვამს ნიღბის სწორად ტარების მნიშვნელობას: ის უნდა ფარავდეს არა მხოლოდ პირს, არამედ- ცხვირსაც. 

იმავე კვლევამ სწრაფი ტესტების მაღალეფექტიანობაც დაადასტურა. ეს კი, პროფესორ ჩიუს თქმით, ვირუსის თვისებასთან მის კარგ კორელაციას ნიშნავს. ”მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ტესტი შეიძლება პირველ ან ორ დღეს ნაკლებად ზუსტი იყოს, თუ მათ სწორად და ხშირად გამოვიყენებთ, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ ვიმოქმედებთ, ეს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დაგვეხმარება”,- აცხადებს მეცნიერი.

პროფესორ ჩიუს კოლეგა და საიმპერატორო კოლეჯის პროფესორი ვენდი ბარკლი თვლის, რომ 10- დღიანი თვითიზოლაცია მასობრივი ტესტირების არქონის დროს სწორი ტაქტიკა იყო, თუმცა კვლევის შედეგებმა შეიძლება საკარანტინო პერიოდი ხუთ დღემდე შეამციროს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ორი დღის შემდეგ ტესტი უარყოფითი იქნება. 

კვლევა თავდაპირველად ექსპერიმენტული ვაქცინების შესამოწმებლად  დაიწყო. ეს მოხდა მანამდეც კი, სანამ Pfizer-მა 2020 წლის ბოლოს გამოაცხადა, რომ ეფექტიანი ვაქცინა შექმნა. ინგლისის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ ჯონათან ვან-ტამმა განაცხადა, რომ კვლევამ ექიმებს ვირუსის შესახებ მეტი სიღრმისეული მონაცემი მისცა. მისი აზრით, შემდგომი ექსპერიმენტები ადამიანების მონაწილეობით შეიძლება გამოიყენონ კორონავირუსის სხვა ვაქცინებისა და ანტივირუსული პრეპარატების განვითარების დასაჩქარებლად. 

კომპანია hVivo-ს მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ენდრიუ კეტჩპოლმა, რომელიც ამ კვლევაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ მართალია, მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს Sars-Cov-2-ის პირვანდელ შტამზე და მასსა და სხვა ვარიანტებს შორის გადაცემის მხრივ განსხვავებები არსებობს, ვირუსისგან დაცვაზე მაინც ერთი და იგივე ფაქტორები არიან პასუხისმგებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შედეგები ღირებული რჩება სხვა ვარიანტებისთვისაც – იქნება ეს “დელტა” თუ “ომიკრონი”. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved