მაროკოში, ქალაქ ტამოროთში, 5 წლის ბიჭი ჭაში 5 დღის წინ ჩავარდა. მაშველებმა მისი ამოყვანა შეძლეს, თუმცა, მალევე, ბავშვი გარდაიცვალა, – ამის შესახებ BBC წერს.
სამაშველო ოპერაციას მაროკოსა და მის ფარგლებს გარეთ უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს და ბავშვს გულშემატკივრობდა.
როგორც ბიჭის მამამ მედიას უთხრა, სახლთან ახლოს, ჭის შეკეთებას ცდილობდა, როცა უბედური შემთხვევა მოხდა. „ყველაფერი თვალის ერთ დახამხამებაში მოხდა, სულ წამით მოვაშორე თვალი“, – ამბობს კაცი.
მიწის ჩაშლის შიშით, მაშველებმა უშუალოდ ჭაში სამუშაო ვერ აწარმოეს და მის გვერდით, მძიმე ტექნიკით გაჭრეს თხრილი. ბავშვი ზედაპირიდან 32 მეტრის სიღრმეში იყო.


კომენტარები