მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რვა თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, რვა დადასტურებული შემთხვევიდან ხუთი მარნეულის მკვიდრია, სამი კი სხვა მუნიციპალიტეტის, თუმცა ისინი მარნეულში მუშაობდნენ.
რვავე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ დღეს თბილისის სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ.
კომენტარები