აშშ-მა კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს.
„დაუყოვნებლივ ვაჩერებთ კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას. აშშ-ის გზებზე დიდი სატვირთო მანქანების მართვისას უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს და ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების საარსებო წყაროს ამცირებს“, – წერს რუბიო.
კომენტარები