• რეკლამა
  • კონტაქტი
18:56, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მარჯვენა ხელზე მქონდა დაზიანება, არა მარცხენაზე… არ ვიცი, არ მახსოვს – როგორ ამხილეს სინდისის პატიმრის ადვოკატებმა ე.წ. მოწმე პოლიციელი

ალია ავტორი - ალია
16:11 05-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
260

ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ მოწმედ მიიყვანილი პოლიციელი, ივანე კაპანაძე ვერ ამბობს, რა ვითარებაში და რომელ ხელზე მიიღო დაზიანება. მან ასევე ხელი ვერ დადო ვერცერთ სინდისის პატიმარს და ვერ თქვა, რომ კონკრეტულად რომელიმემ მიაყენა დაზიანება.

  • საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს – საქმეს საქნცირებული მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი იხილავს.

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის კითხვაზე, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანაში დახმარება გაეწია, შეივსო თუ არა ფურცელი – ივანე კაპანაძემ თქვა, რომ “არ ახსოვს”, თუმცა ამტკიცებდა, რომ რეალურად გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ფიზიკურად ვიყავი დაძაბული, ხელის არეში მქონდა ტკივილი და ვერ მოვახერხე ორიენტაცია”, – ამტკიცებდა მოწმე პოლიციელი.

ავსაჯანიშვილის კითხვაზე, რომელ ხელზე ჰქონდა ტკივილი?- ივანე კაპანაძე თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ მარჯვენა ხელზე, თუმცა რამდენიმე წამში ამტკიცებდა, რომ ტკივილი მარცხენა ხელზე განიცადა.

ადვოკატმა ამაზე მიუთითა, რაზეც პოლიციელმა თქვა: “შეიძლება მექანიკური შეცდომა მომივიდა”

ივანე კაპანაძე სხდომაზე ამტკიცებდა, რომ მისი ტანსაცმელი სისხლით დაისვარა, თუმცა თქვა, რომ ცენტრალურ კრიმინალურ სამმართველოში სისხლიანი ტანსაცმელი არ მიუტანია.

“სასწრაფოს ბარათი არ გაქვთ, ტანსაცმელი პოლიციაში არ მიგიტანიათ, თქვენს გარშემო დაზიანებას რომ ვინმე შეესრო, ეს პიროვნებები არ გახსოვთ და მე რაღაცნაირად მინდა რომ მჯეროდეს თქვენი და რაიმე მტკიცებულება საერთოდ არსებობს, რომ თქვენ ამ აქციაზე საერთოდ იყავით და ეს დაზიანება საერთოდ გაქვთ”, – უთხრა მოწმეს ადვოკატმა, რაზე ივანე კაპანაძემ ირწმუნებოდა, რომ სასწრაფომდე რამდენიმე თანამშრომელმა ააცილა, თუმცა პოლიციელმა ამცილებელი პირების სახელები ვერ გაიხსენა. 

“არ მახსენდება სახელები და გვარები უშუალოდ” – თქვა ივანე კაპანაძემ.

ადვოკატებმა პოლიციელს ასევე ჰკითხეს როგორი ტრაექტორიით მოხვდა ხელში ნივთი, რის შემდეგაც დაზიანება მიიღო, რაზეც ივანე კაპანაძემ განაცხადა: “ხელები მქონდა მუცელზე დაწყობილი და მომზადებული ვიყავი რაიმე ჩმკენ მომართული ნივთი ამერიდებინა”.

უფლებადამცველის ჩაკითხვაზე – თუ ამბობთ, რომ ნივთები ცვიოდა წვიმასავით და იდექით ემსამე რიგში, მაშინ ხელები რატომ გქონდათ მუცელზე და რატომ არ გქონდათ თავზე, რაზე ყველაზე მაღალი დაზიანების ალბათობა იყო? – მოწმემ უპასუხა: ვცდილობდი დამენახა და თუ საჭიროების შემთხვევაში გავრიდებოდი და ხელი ამეფარებინა.

ივანე კაპანაძემ დღეს ასევე ვერ თქვა, რომ კონკრეტულად ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილს, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი ესხმოდნენ თავს პოლიციელებს.

არვიცი, იდენტიფიცირებაც კი ვერ მოვახდინე, ვისგან ხდებოდა თავდასხმა. როგორ მეცოდინება, ეს ადამიანები იყვნენ თუ არ იყვნენ”, – თქვა მოწმემ.(tvpirveli)

 

 

თეგები: სინდისის პატიმრები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved