• რეკლამა
  • კონტაქტი
23:32, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მარინა ეზუგბაია: ყველა ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია

ალია ავტორი - ალია
12:45 05-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ყველა ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„გვყავდა 635 დადასტურებული შემთხვევა, გუშინ დაგვემატა 6. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 425, დაგვემატა 7 და არის 432. დღეისათვის კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 357 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის საკმაოდ სოლიდური სხვაობაა. 187-ით სჭარბობს უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. 6 ახალი შემთხვევიდან 3 არის ცნობილი ბოლნისის წყარო. დანარჩენი სამი არის ზუგდიდში დადასტურებულის კონტაქტები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი მოთავსდა და ამ ეტაპზე კლინიკაში 31 დადასტურებული კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს.

„კრიტიკული გვყავდა მხოლოდ ერთი და მას ახლა მძიმე ინტენსიურ პაციენტად მოვიხსენიებთ, რადგან ჯერჯერობით კვლავ, შემცირებულად, მაგრამ მაინც მოიხმარს ჟანგბადს. მისი მდგომარეობა კვლავ ინტენსიური სიმძიმით ფასდება. გვყავს ერთი პაციენტი მძიმე პნევმონიით, თუმცა მისი მდგომარეობა დინამიკაში დასტაბილურებულია და აღარ პროგრესირებს. დანარჩენი პაციენტების ძირითადი რაოდენობა საშუალო სიმძიმის არის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 360. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved