მარიამ მეყანწიშვილმა რუსთავის ქალთა საპატიმრო დატოვა. მას იზოლატორთან ოჯახის წევრები და აქტივისტები დახვდნენ.
17 ოქტომბერს დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს პროკურატურა 4 ოქტომბერს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავება.
დღეს მოსამართლემ მარიამ მეყანწიშვილს 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. თანხა აქტივისტს მოქალაქეებმა აუგროვეს.
კომენტარები