• რეკლამა
  • კონტაქტი
07:39, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მარგინალურ-რადიკალური მოძრაობა ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ – რატი ბრეგაძე მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებაზე

ალია ავტორი - ალია
18:54 06-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
345

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მარგინალურ-რადიკალური მოძრაობა, რომელიც დიდი ალბათობით, მათ შორის, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მოპოვებული ფულით ფინანსდება, ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გონივრულ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებისკენ მიმართული, ათი ათასობით საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულისათვის სასიკეთო ინიციატივის დამახინჯებას და იმგვარად წარმოჩენას თითქოს ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს გაუჩნდა ვალდებულება იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
✅ კონსტიტუციური დანაწესის შესასრულებლად და დიასპორის თხოვნის გათვალისწინებით, პრემიერის დავალებით, მოვამზადეთ საკანონმდებლო ინიციატივა და წარვუდგინეთ საქართველოს პარლამენტს.
ჩვენი ხალხის სწორად ინფორმირების მიზნით, ვფიქრობ აუცილებელია დეზინფორმაციული ველის გასუფთავება, სიმართლის თქმა და აღნიშნული კანონპროექტის შესახებ საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.
? დღევანდელი მდგომარეობით, ადამიანი, რომელიც ვერ გაივლის ტესტირებას(ქართული, ისტორია, სამართალი) ერთი წლის განმავლობაში მოკლებულია შესაძლებლობას განმეორებით მიმართოს სახელმწიფოს მოქალაქეობის მისანიჭებლად.
წარმოდგენილი ცვლილებით კი წარუმატებლობის შემთხვევაში უფლება ექნება შეუზღუდავად სცადოს წარმატების მიღწევა და დადებითი შედეგის დადგომისას სახელმწიფო დაიწყებს შესაბამის პროცედურას.
შედეგი N1: ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივის შედეგად საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს მხოლოდ ის ვისაც ეცოდინება ქართული, საქართველოს ისტორიის და ქართული სამართლის საფუძვლები და ამავდროულად პროცესი იქნება მოქალაქეობის მიღების მსურველისთვის ბევრად უფრო სამართლიანი და მოქნილი.
?თუ სახელმწიფო დღეს აპლიკანტს ეტყვის უარს მოქალაქეობის მინიჭებაზე , მას ერთი წლის განმავლობაში აღარ შეუძლია ხელმეორედ მიმართვა. ცვლილებების შედეგად აღნიშნული ვადა მცირდება 6 თვემდე.
შედეგი N2: სახელმწიფო აძლევს მეტ შანსს მოქალაქეობის მსურველებს წარმატების მისაღწევად.
?ცვლილება ეხება ასევე მოქალაქეობის არ მქონე პირებსაც. დღეის მდგომარეობით ამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად დადგენილია საქართველოში ცხოვრების მინიმუმ 10 წელი, რაც მცირდება 5 წლამდე.
აღნიშნული ვალდებულება საქართველომ აიღო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე.
შედეგი N3: კიდევ ერთი შესრულებული საერთაშორისო ვალდებულება და უფრო
მეტად დაახლოება საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
ვფიქრობ, დასკვნა ნათელი და მარტივია.
თანამემამულეებზე ზრუნვასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, რაც იმ კონსტიტუციით განსაზღვრულ მიზნებს ემსახურება, რომელიც ქართველმა ხალხმა საქვეყნოდ გამოაცხადა, პოლიტიკური ოროსნები მავნებლურად უწოდებენ მტრობას. საინტერესო კი ისაა ვისი მტრობაა საქართველოს ინტერესების დაცვა და ვის ემსახურებიან ამ კამპანიის ავტორები? ერთი რამ უტყუარია, რომ არა ქართველ ხალხს, კონკრეტიკა კი დაფიქრების, ფაქტების გაანალიზების და შემდგომი მსჯელობის საკითხია.
ჩვენ ვემსახურებით საქართველოს??“
თეგები: რატი ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved