• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მანახოთ ოჯახი, რომელიც 2012 წლის შემდეგ გაღატაკდა და მშიერია – ირაკლი ლატარია

ალია ავტორი - ალია
16:28 01-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:

“შეგიძლიათ მანახოთ ოჯახი, რომელიც 2012 წლის შემდეგ გაღატაკდა და არის მშიერი?

იცით რატომ ვკითხულობ ამ ყველაფერს? რამდენიმე ტელევიზიის ბოლო პერიოდის გადაცემებს ვაკვირდები და ყოველი საღამო არის შავი, ბნელი თემებით მოცული.

როგორ შეიძლება ადამიანმა ნახოს სიუჟეტი, სადაც საუბარია შიმშილზე, სიღატაკეზე და ცუდად არ გახდე? გასაგებია, რომ იყო, არის და იქნება ოჯახი, რომელსაც შემოსავალი აქვს ძალიამ მწირი, მაგრამ აქ მთავარი და ამოსავალი წერტილია ის, თუ როდიდან არის ოჯახი ამ მდგომარეობაში? სიუჟეტებში ყველას გამოყავს ისე, თითქოს ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო ვიღაცამ შიმშილი და ოცნებამ ამას ხელი შეუწყო.

არადა, არცერთი ოჯახი არც 2012 მდე და ზოგადად არც 96 მდე არ ყოფილა ძლიერი და წელში გამართული. ჩემთვის პირადად არცერთი ხელისუფლება არ ჩაითვლება წარამატებულად, სანამ იარსებებს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები, მაგრამ საქართველოს ისტორიაში პირველად გვყავს ისეთი მთავრობა, რომლის დროსაც თითოელი ადამიანის კეთილდღეობა, განვითარება, ჯანმრთელობა არის უ-მთავრესი და ამომავალი წერტილი მისი ხვალინდელი დღისა.

შეგიძლიათ შემახსენოთ ხელისუფლება, რომლის დროსაც, ამდენ ადამიანს გადაეცა საცხოვრებელი? ამდენ გაჭირვებულს დაეხმარა? ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა? ამდენი ინვესტიცია განხორციელდა? ამდენი დახმარება გაიცა? ასეთი საყოველთაო ჯანდაცვა ოდესმე ყოფილა? ჩათვალეთ , რომ დღეს არ ვარ ოცნების მხარდამჭერი და ყველაფერს შევხედოთ ისე, როგორც არის. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს ნავთობი, რომელსაც არ აქვს ისეთი რესურსები რითაც შევძლებთ დამოუკიდებლად ეკონომიკის უსწრაფესად განვითარებას, ეს ყველაფერი ხდება ჩვენთან, ჩვენს სამშობლოში, იმ სამშობლოში, სადაც ყოველი ხელისუფლება ომით ამთავრებდა, მაგრამ ჩვენ დღეს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვაქვს ომი, არ გვეღუპება შვილები, არ ვკარგავთ ტერიტორიებს, არ გვიდებენ წამალს, არ გვიჭერენ მეგობრებს, არ იღებს ქრთამს ,,მილიცია” და ა.შ.

კვლავ განვმეორდები, რა თქმა უნდა საშინელებაა ნებისმიერი ადამიანის გაჭირვება, მაგრამ ეს გაჭირვება ოცნებამ მოიტანა? ის რასაც აჩვენებთ, მანამდე სიმდიდრეში იყო? რატომ, რატომ ცდილობთ ყველაფრის შავ-თეთრად მოჩვენებას? ამით რა სიამოვნებას იღებთ? და ბოლოს – ვინც ყოველ საღამოს გაჭირვებულებს აჩვენებთ, იქნებ სიუჟეტის ბოლოს ისიც გვითხრათ, თქვენ, თქვენი ტელევიზიების დამფინანსებლები, თქვენი თანამშრომლები და ა.შ რამდენით ეხმარებით იმ ოჯახებს, ვის გაჭირვებასაც აბრალებთ ბიძინა ივანიშვილს? აი, ამით დაიწყეთ თქვენი სიუჟეტები, 24 ათასი რომ გაქვთ ხელფასი, მაგის ნახევარი მაინც ვის ოჯახებში მიდის? ვის აწვდით ლუკმას?

მოკლედ, ძალიან დავიღალე, ძალიან არასწორედ იქცევით, დაფიქრდით, რის მიღწევას ცდილობთ და რას მიიღებთ? არასოდეს მწამს იმის ცრემლის, რომლის უკანაც სხვისი ცრემლისთვის დადგმული სცენებია!!!

ხო მართლა, ასევე მინდა ყველამ დადოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარჩენილი და დღემდე რომ ეხმარება ოჯახებს იმ თანხის მეათედი, რომელიც გაგიკეთებიათ.

გკოცნით და კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ნუ დათესავთ ღვარძლს, ბოროტებას და მუქ ფერებს, ცხოვრება კიბეა, არავინ იცის ხვალ როგორ შემოგიბრუნდეთ ყველაფერი!!!

ყველას გისურვებთ გეცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც ერთი ოჯახიც კი არ მოიძებნოს, სადაც შემოსავალი არის – 0!!”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ლატარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved